სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი
21-09-2026
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა რეგისტრაცია პროექტში „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“ მონაწილეობის მისაღებად.

უწების მიერ გავრცლებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

სასწავლო ტური 2026 წლის 18 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში გაიმართება და მისი მიზანია საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლებში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობა.

პროექტის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ დააკვირდნენ ინკლუზიური განათლების ეფექტურ მოდელებს, გაანალიზონ პრაქტიკული მიდგომები და მიღებული გამოცდილება საკუთარ სამუშაო გარემოში დანერგონ.

ტურის ფარგლებში სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებიდან მოწვეული სპეციალური მასწავლებლები გადანაწილდებიან თბილისის 10 საჯარო სკოლაში, სადაც მათ ხელმძღვანელობას გაუწევენ სუპერვიზორები. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე სამ სპეციალურ მასწავლებელთან.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სპეციალურ მასწავლებელს, რომელიც:

  • დასაქმებულია საქართველოს რეგიონის (გარდა ქალაქებისა: თბილისი და რუსთავი) საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და აქვს მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან;
  • მონაწილეობა მიღებული არ აქვს სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტში „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“.

კანდიდატების შერჩევა:

  • განხორციელდება განაცხადების შეფასების საფუძველზე.
  • შერჩეული კანდიდატები მიიღებენ ინფორმაციას მითითებულ ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერზე 2026 წლის 13 ოქტომბრამდე.

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც:

  • დასაქმებულია საქართველოს მაღალმთიან, ბარის შორეულ ან საზღვრისპირა საჯარო სკოლაში.

რეგისტრაცია კონკურსში მონაწილეობისათვის განხორციელდება 2026 წლის 21 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციის ბმული: https://forms.cloud.microsoft/e/DY2YQJxCy3

დაგვიანებით ან/და არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.

ტურის ფარგლებში სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს:

  • მონაწილეების სასტუმროში განთავსებას;
  • სამჯერად კვებას;
  • ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.

ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას თბილისამდე და უკან.

პროექტის დასრულების შემდეგ სპეციალურ მასწავლებლებს გადაეცემათ ტურში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის თანამშრომლებს:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება