სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები
21-09-2026
-
+


პარლამენტმა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს უკან დაუბრუნა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამის ამოქმედებას ითვალისწინებს. ინიციატივა პარლამენტში არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერით იყო წარდგენილი.

პარლამენტის ბიუროს კანონპროექტის შესაბამისი კომიტეტებისთვის გადაცემაზე უნდა ემსჯელა, თუმცა საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე განხილვის დაწყება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

საბიუჯეტო ოფისის განმარტებით, კანონპროექტს არ ახლავს ფინანსური დასაბუთება - წარდგენილი არ არის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო ხარჯები და სხვა ფინანსური მონაცემები.

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინიციატივა ავტორებს ხარვეზის გამოსასწორებლად დაუბრუნდებათ.

„ფინანსური გაანგარიშება არ არის წარმოდგენილ კანონპროექტზე, ამიტომ წინადადება დაუბრუნდებათ ინიციატორებს, რომ ეს ხარვეზი გამოასწორონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამრიგად, უფასო სასკოლო კვების ინიციატივა უარყოფილი არ არის - კანონპროექტი ინიციატორებს ფინანსური დასაბუთების დასამატებლად დაუბრუნდა და მისი საპარლამენტო განხილვა ამ ეტაპზე არ დაწყებულა.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება