| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით, აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სკოლებში სასკოლო სპორტის კვირეულმა აიღო სტარტი. ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ დღესასწაულს აქტიურად შეუერთდნენ და ბრწყინვალედაც იასპარეზეს.
სკოლაში ხარობენ მოსწავლეთა წარმატებით და მათ პირველი ადგილის დაკავებას დიდი სიამაყით ულოცავენ.
სიამაყითა და უდიდესი სიხარულით გაცნობებთ, რომ ტყიბულის N2 საჯარო სკოლამ „სასკოლო სპორტის კვირეული 2026“-ის ფარგლებში (21.09.2026) გამართულ შეჯიბრში I ადგილი დაიკავა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა!
გულითადად ვულოცავთ ამ უდიდეს წარმატებას: ჩვენს ჩემპიონ მოსწავლეებს - თქვენი დაუღალავი შრომა, ენერგია, გუნდურობა და ბრძოლისუნარიანობა თითოეული ჩვენგანისთვის უზომოდ საამაყოა!
უღრმესი მადლობა ჩვენს გუნდს ასეთი დაუვიწყარი ემოციებისთვის, ღირსეული ასპარეზობისა და სკოლის სახელის ასე მაღალ დონეზე წარმოჩენისთვის.
ეს მხოლოდ დასაწყისია - წინ კიდევ უამრავი მწვერვალი და დიდი გამარჯვება გველოდება!“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ