| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც გარე დაკვირვება ვერ გაიარეს, შეღავათი არ განიხილება“, - ამის შესახებ „ეტალონს“ მასწავლებლის სახლის წარმომადგენელმა განუცხადა.
შეიძლება ითქვას, რომ გასული წელი პედაგოგებისთვის სტატუსების ამაღლების წელი იყო. პრაქტიკოს მასწავლებლებს გამოცდაზე გასვლის და კვალიფიკაციის დადასტურების შანსი ორჯერ მიეცათ, უფროსმა პედაგოგებმა კი წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო აქტივობები განახორციელეს. მათთვის საბოლოო და გადამწყვეტი გარე დაკვირვების გაკვეთილის ჩატარება იყო. გარე დაკვირვების წარმატებით გავლა პედაგოგს 4 კრედიტს ანიჭებდა, თუმცა ეს ბოლო საფეხური პედაგოგების ნაწილისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.
გარე დაკვირვების ვადები პედაგოგებს ინდივიდუალურად მიუვიდათ და ჯერ მათ უმრავლესობას ბოლო და გადამწყვეტი საფეხური არც გაუვლია.
„ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, მიეცემათ თუ არა შანსი იმ პედაგოგებს, ვინც გარე დაკვირვებას ვერ გაივლის. ეს საკითხი განხილვაში არ არის, როგორც კი რაიმე სიახლე გახდება ცნობილი, ჩვენს ვებ-გვერდზე ინფორმაციას განვათავსებთ“, - აცხადებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ უფროს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად გარდა 19 კრედიტქულის დაგროვებისა, რამდენიმე სავალდებულო აქტივობა უნდა შეესრულებინათ, ესენია: ორი სამოდელო გაკვეთილი, რომლებიც თითო 1 კრედიტით შეფასდებოდა, კვლევა, რომელიც 2 კრედიტით ფასდებოდა და გარე დაკვირვება, რომელიც პედაგოგს 4 კრედიტს მიანიჭებდა.
გარე დაკვირვება მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების სქემაში შემავალი ერთ-ერთი ის კომპონენტია, რომლის საშუალებითაც მათ სტატუსის ამაღლება შეუძლიათ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ