სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

6 დაბრკოლება, რომელთა გარეშეც სკოლა უკეთესი იქნებოდა
17-02-2021
-
+


სკოლაში უამრავ ხელისშემშლელ ფაქტორს ვაწყდებით, რომელთა გარეშეც სასწავლო პროცესი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. „ეტალონი“ ასეთ 6 დაბრკოლებას გაგაცნობთ:

ცვლილებების შიში

სკოლის ხელმძღვანელობა და მასწავლებლები ხშირად არ არიან მზად მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. მათთვის რთულია, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან, სიტუაცია რეალურად გაანალიზონ, განვითარების კონცეფცია შექმნან და ტრანსფორმაციის რთული გზა გაიარონ.

ამის ნაცვლად ურჩევნიათ, დადგენილი ნორმების ერთგულები დარჩნენ და თავიანთი სანდოობა ძველი გზით დაამტკიცონ, თუმცა ასეთი მიდგომა არ ტოვებს ადგილს ექსპერიმენტებისთვისა და შემოქმედებითი აქტივობისთვის.

„ჩემი ასაკისთვის არ არის“

ეს შეიძლება ბევრი სკოლის დირექტორის საყვარელი ფრაზაც იყოს. ისინი თვლიან, რომ ნებისმიერი სიახლე სერიოზულ რისკებს შეიცავს და ეს ყველაფერი მათი ასაკისთვის უკვე  აღარ არის. ისინი არ რთავენ სკოლებს თანამედროვე აქტივობებში, რადგან ეს მათ კომფორტულ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. ის დირექტორები და მასწავლებლებიც კი, რომლებიც აცნობიერებენ სიახლეების საჭიროებას, თვლიან, რომ ამისთვის უკვე ზედმეტად მოხუცები არიან.

სუსტი კომუნიკაცია

როგორც წესი, საგანმანათლებლო დაწესებულებები მზად არ არიან მშობლებთან და მოსწავლეებთან სრულფასოვანი დიალოგისთვის. მაშინ, როცა სკოლის განვითარების პროცესში ისინი ბუნებრივი მოკავშირეები და პარტნიორები უნდა იყვნენ.

გასული საუკუნის კადრები

მაშინ, როცა სკოლების წინაშე არიან პროგრესული პედაგოგები, რომლებსაც შეუძლიათ მოსწავლეებს თანამედროვე სტანდარტების განათლება მისცენ, სკოლის ხელმძღვანელობას ურჩევნია რეტროგრადი პედაგოგები ჰყავდეს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი წლებია მათი თანამშრომლები არიან. გასული საუკუნის კადრებში, ცხადია, ასაკი არ იგულისხმება. აქ ის მასწავლებლები მოიაზრება, რომლებიც მოსწავლეებთან წინა საუკუნის მიდგომებს იყენებენ.

კორპორატიული ჩაკეტილობა

სკოლები იშვიათად ცდილობენ, დაამყარონ თანამშრომლობა გარე სტრუქტურებთან, უნივერსიტეტებთან, ექსპერტებთან. ამის ნაცვლად ისინი იზოლირებულები არიან.

მომავლის ხედვის უქონლობა

ბევრ სკოლაში არ აქვთ კონკრეტული გეგმა, რას უნდა მიაღწიონ მაგალითად 15 წლის შემდეგ ან როგორი იქნება მათი სასწავლო გარემო მომდევნო 5 წელიწადში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება