სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

2021 წლის პირველი გაკვეთილი: 4 იდეა მასწავლებლებს, რომლითაც მთელი კლასის ყურადღებას 10 წუთში მიიპყრობთ
17-01-2021
-
+


არდადეგების შემდეგ მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა რთულია, რომ არაფერი ვთქვათ საახალწლო არდადეგებზე, რომელიც ამდენი სადღესასწაულო დღით და ემოციით არის დატვირთული. 

მოსწავლეთა უმეტესობა ამ დროის მანძილზე ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნას ასწრებს და სასწავლო პროცესში დაბრუნების შემდეგაც, სადღესასწაულო ეიფორიაშია.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რომელიც შეგიძლიათ სწავლის პირველ დღეს გაკვეთილზე გამოიყენოთ, რომ მოსწავლეები სწავლისაკენ მარტივად მომართოთ და მათი ყუადღება მიიპყროთ. 

მიეცით დღესასწაულებიდან გამოყოლილი შთაბეჭდილებების გამოხატვის საშუალება

წარმოიდგინეთ, ზარი დაირეკა, გაკვეთილი დაწყებულია, მაგრამ მთელ კლასში ჩურჩულის ხმა ისმის. მოზარდები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ, ვიღაცამ კლასში საახალწლო საჩუქარი მიიტანა და უნდა, რომ თანაკლასელებს აჩვენოს.

ატმოსფერო, მოკლედ რომ ვთქვათ, არასამუშაოა. როგორ მოვიქცეთ? მოვთხოვოთ აღარ ისაუბრონ? - ბევრ შემთხვევაში ეს შემდეგ შედეგს მოგვცემს. მოსწავლეები ჩუმად დასხდებიან და ზარის დარეკვას დაელოდებიან, რომ გააგრძელონ განხილვა, რომელიც თქვენ შეაწყვეტინეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ ყურადღებას ვერ მოიპოვებთ. 

გაკვეთილის დასაწყისშივე აჩვენეთ მოსწავლეებს, რომ მათი მღელვარება და აღტკინება გესმით. აუხსენით, რომ ახალი მასალის ახსნა საჭიროა, მაგრამ მზად ხართ ახალი წლის შემდგომი საუბრისთვის ზუსტად 10 წუთი გამოყოთ. ამით, კი მათ ყურადღებას  მთელი გაკვეთილის განმავლობაში დაიმსახურებთ.

ამ დროის გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება. შესაძლებელია მოკლე გამოკითხვის ჩატარება, ვის რა აჩუქეს, ვინ სად იყო არდადეგებზე, შესთავაზეთ მოსწავლეებს დახატონ ან აღწერონ თავისი შთაბეჭდილებები.

დაგეგმეთ წელი ერთად

დღესასწაულების შემდეგ ბავშვები ისევ ეიფორიაში არიან. ისარგებლეთ ამ აღტკინებით. 

ესაუბრეთ ბავშვებს, რის შესწავლას გეგმავთ სემესტრის განმავლობაში. მაგრამ სასწავლო გეგმას მშრალად ნუ მოყვებით. დაამატეთ ნაპერწკალი, რომ მოსწავლეები ცოდნის სამყაროში ჩაითრიოთ. გეგმა ააგეთ ისე, რომ ის პასუხობდეს კითხვას: „რას მოგვცემს ეს?“, „როგორ დაეხმარება ის მოსწავლეებს?“.

მაგალითად: „ბავშვებო, მალე გაკვეთილზე სასუნთქ სისტემას შევისწავლით. თქვენ შეიტყობთ, რისთვის გვჭირდება ცხვირი, რატომ იყო ტუბერკულოზის ეპიდემია ასეთი დამღუპველი XIX საუკუნეში და ა.შ“.

აჩვენეთ, რომ სწავლის პროცესი ნათელს მოჰფენს საიდუმლოებებს. ბავშვები ამას აღმერთებენ.

ესაუბრეთ სურვილებზე

ახალი წელი - სურვილების და მიზნების რეალიზაციის ახალი შესაძლებლობაა. ბავშვური - „მე მინდა“ სწავლის პროცესის გაუმჯობესებისკენ მიმართეთ. ეს საშუალებას მოგცემთ დასახოთ მიზნები, დააყენოთ პრიორიტეტები და გაიგოთ, როგორ აქციოთ გაკვეთილი მათთვის უფრო მეტად საინტერესო.

დაიწყეთ საკუთარი თავით. მაგალითად: „მინდა, რომ ჩემმა ყველა მოსწავლემ ალგებრაში წლიური საკონტროლო საუკეთესოდ დაწეროს“. მინდა, რომ ჩემს მოსწავლეებს აღარ ეშინოდეთ თეორემების​ გეომეტრიაში.

გადაეცით ესტაფეტა მოსწავლეებს. დაე გაიჟღეროს პასუხებმა: „მინდა საგანში ცოდნის გაღრმავება, ოლიმპიადისთვის მომზადება, სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება და ა.შ“.

ითამაშეთ!

თუ პირველივე გაკვეთილზე ახალი თემის შესწავლას დაიწყებთ, გააკეთეთ ეს თამაშით.  

მოამზადეთ ქვესტი! თქვენ შეგიძლიათ გაკვეთილის თემიდან გამომდინარე შეადგინოთ დავალება კლასში წინასწარ დამალული მინიშნებებით, რომლებიც მოსწავლეებს კითხვებზე პასუხების მოძებნაში დაეხმარება. თამაშში ჩართვა მოსწავლეებს მოტივაციას მისცემს და სწავლების პროცესს ხალისით დაუბრუნდებიან. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება