სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 შემთხვევა, როცა მშობლები მასწავლებლის კომპეტენციაში იჭრებიან
30-01-2020
-
+


მასწავლებლებს საერთო ენის გამონახვა მხოლოდ ბავშვებთან არ უწევთ, ზოგჯერ ეს მშობლებთან გაცილებით რთულია. განსაკუთრებით მათთან, ვისაც უყვარს ჭკუის სწავლება, როგორ უნდა ასწავლოთ მის შვილს. ასეთ დროს ბავშვი ფიქრობს, რომ სასწავლო პროცესში მთავარი მისი მშობელია, რაც მასწავლებლისადმი პატივისცემას აკარგვინებს.

„ეტალონი“ გაგაცნობთ 5 შემთხვევას, როცა მშობლის ქმედება მასწავლებლის კომპეტენციაში ჩარევაა:

მასწავლებლისთვის სწავლება, როგორ ასწავლოს

ასე მოქცევა უყვართ მშობლებს, რომლებიც თვითონაც მასწავლებლები არიან ან სპეციალიზირებული განათლება აქვთ. საბოლოოდ, ყველაზე ცუდი, რასაც შედეგად ვიღებთ, ისაა, რომ ბავშვიც იწყებს იმ საგნის სიძულვილს, რომლის მასწავლებლითაც მისი მშობლებიც უკმაყოფილოები არიან.

უარყოფა მასწავლებლის ახალი და უჩვეულო სასწავლო მეთოდების

ზოგიერთ მშობელს არ უყვარს, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. ასეთ მშობლებს მოსწონთ ყველაფრის კონტროლი და შფოთავენ, როცა მასწავლებელი ან ბავშვი მის კონტროლს არ ექვემდებარება და სწავლის პროცესი ტრადიციული, ჩვეული მეთოდებით არ მიმდინარეობს. ასეთი დამოკიდებულება, როგორც წესი, საბჭოთა პერიოდში გაზრდილ მშობლებს აქვთ, როცა ცაცია ბავშვებსაც კი მარჯვენა ხელით უნდა ეწერათ. თუკი მასწავლებელი ასეთი მშობლების გავლენის ქვეშ მოექცევა, ის ბავშვის თვალში აუცილებლად გახდება სუსტი და ნაცრისფერი მასის ნაწილი, რომელიც მათ კილომეტრიან გაუგებარ და სტანდარტულ დავალებებს აძლევთ.

მასწავლებლის არაკომპეტენტურობის მტკიცება

ასეთი მშობლები არასდროს ენდობიან მასწავლებელს და მუდმივად მის გამოჭერას ცდილობენ. ისინი გამადიდებელი შუშით აკვირდებიან მასწავლებლებს და ნებისმიერ არასწორ ქმედებას უდიდეს შეცდომად და არაკომპეტენტურობის ნიშნად მიიჩნევენ. მათ შეიძლება მასწავლებლის გაკვეთილი ფარულადაც კი ჩაიწერონ. საბოლოოდ მოსწავლეებიც იწყებენ მასწავლებლის უნდობლობას. ზოგჯერ კი ეკამათებიან მას და მის გამოსწორებას ცდილობენ. ასეთი მოსწავლე იწყებს ყველა შენიშვნის მშობლისთვის და ადმინისტრაციისთვის მოყოლას.

მუდმივი უკმაყოფილება ბავშვის შეფასებებით

ეს ეხებათ მშობლებს, რომლებიც შეფასებებზე არიან ფოკუსირებულები. მათთვის ყველა ქულა, მაქსიმალური შეფასების გარდა, სერიოზული პრობლემაა. ასეთი მშობლები ფიქრობენ, რომ მათ შვილებს მასწავლებლები ქულებს აკლებენ. მათ ეშინიათ „ოროსნის მშობლის“ როლის. შედეგად ბავშვიც ფოკუსირებული ხდება შეფასებებზე და არა საგნის შინაარსზე.

საჩივრის დაწერა ნებისმიერ პრობლემაზე

ეს განსაკუთრებით ბოლო წლების ტრენდია - ბავშვი ყოველთვის მართალია, უნდა დაისაჯოს მასწავლებელი. ხშირად სკოლის ადმინისტრაციისთვისაც მასწავლებელთან განშორება უფრო ადვილია, ვიდრე მშობელთან კონფლიქტი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება