სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ილია წინამძღვრიშვილი - ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცლე და ქონება წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლას შესწირა
22-06-2017
-
+


ილია წინამძღვრიშვილი - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და პუბლიცისტი დაიბადა 1834 წლის 13 სექტემბერს. 

1855 დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია.  

უსახსრობის გამო უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. დაამთავრა მოკლევადიანი აგრნომიული კურსები. მსახურობდა მომრიგებელ შუამავლად, მომრიგებელ მოსამართლედ, უფროს ნოტარიუსად თბილისში. 

იმის გამო, რომ მაშინ საქართველოში არ არსებობდა ისეთი სასწავლებელი, როგორიც ახალგაზრდობას სასოფლო სამეურნეო განათლებას მისცემდა, წინამძღვრიშვილმა 1883 წლის 4 სექტემბერს საკუთარ მამულში, თავისი ხარჯითა და საზოგადოების დახმარებით გახსნა წინამძღვრიანთკარის სასოფლო–სამეურნეო სკოლა, რომელსაც შესწირა მთელი თავისი სიცოცლე და ქონება. 

წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 55 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და ტყე და 20 ათასი ლიტრის ტევადობის ღვინის სარდაფი საწნეხითა და ქვევრებით, შენობა კლასებისა და მუზეუმებისათვის, სახლი მასწავლებლებისათვის, მოსწავლეთა საერთო საცხოვრებელი, ორი სასადილო თავისი სამზარეულოთი და სარდაფით, პურის საცხობი და სახელოსნოები.  

სკოლას ჰქონდა საკუთარი სახელმძღვანელოები და მანქანა-იარაღები. წინამძღვრიშვილის მოთხოვნით, სკოლაში იღებდნენ მოსწავლეებს განურჩევლად წოდებისა, ეროვნებისა თუ სარწმუნოებისა.

წინამძღვრიშვილი იყო დიდი ქველმოქმედი. მან დედაქალაქს გადასცა იმხანად ჩერქეზიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელიც “სახალხო კითხვათა კომისიის” განკარგულებაში იყო და იქ იმართებოდა სახალხო წარმოდგენები. 

ილია წინამძღვრიშვილი გარდაიცვალა 1920 წელს, დასაფლავებულია წინამძღვრიანთკარში.

1933 წელს სკოლის ბაზაზე შეიქმნა წინამძღვრიანთკარის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება