სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მიხეილ ჩხენკელი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის- ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ სამტომეულის პრეზენტაციას დაესწრო
29-12-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ცნობილი ეთნომუსიკოსისა და ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილი ინგლისურენოვანი სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” (საქართველო – ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია) პრეზენტაციას დაესწრო და საზოგადოებას ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„მსურს მთელ საზოგადოებას მოვულოცო დღევანდელი დღე. ჭეშმარიტად ისტორიული დღეა, რადგანაც უნიკალური სამტომეულის “Georgia. History. Culture. Ethnography” პრეზენტაცია გვაქვს. ეს წიგნი, თავის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშნელობასთან ერთად, ძალიან დიდ როლს ითამაშებს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში. ქართული კულტურა ჩვენი მთავარი განძია. სწორედ იგი გვიმაგრებს ზურგს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებად. როგორც ჩვენი კულტურის ისტორია ცხადყოფს და ეს კარგად არის ნაჩვენები ამ სამტომეულში, ჩვენ არა მხოლოდ ევროპის ნაწილი ვართ, არამედ ევროპული ფასეულობების ჩამოყალიბებაში უაღრესად დიდი როლი შევასრულეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამტომეული მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმსხვილეს არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაიდებს ბინას, მათ შორის, მსოფლიოს წამყვანი უნივერისტეტების ბიბლიოთეკებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი უცხოელი მეგობრები საქართველოს თავისი უმდიდრესი კულტურით ხელახლა აღმოაჩენენ,“-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ინგლისურენოვანი სამტომეული, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა, აერთიანებს ნაშრომებს როგორც სამუსიკო ფოლკლორისა და საეკლესიო მუსიკის, ასევე, არქეოლოგიის, არქიტექტურის, საქართველოს ისტორიისა და ეთნოგრაფიის შესახებ. მას ერთვის აუდიო-ვიდეო მატარებელი („Flash-drive”), სადაც შესულია 1901 წლიდან დღემდე ჩაწერილი უნიკალური ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების, საკრავიერი მუსიკისა და ხალხური ცეკვების 2491 ნიმუში.

წიგნის გამოცემის იდეა 2010 წელს გაჩნდა და იგი ამერიკული საგამომცემლო სახლის “NOVA SCIENCE”-ის პრეზიდენტს ფრენკ კოლუმბუსსა და მის მეუღლეს, ასევე, გამომცემელს ნადია გოცირიძე-კოლუმბუსს ეკუთვნის. რამდენიმე წლის განმავლობაში სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების ჩართულობით გამოცემაზე ქართველ მეცნიერთა და სპეციალისტთა დიდმა ჯგუფმა იმუშავა, რაც გულისხმობდა საძიებო (ფოტო, ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალა) სამუშაოების შესრულებას, ორიგინალური მასალებისა და ნაშრომების შექმნას, მათ რედაქტირებასა და თარგმნას ინგლისურ ენაზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება