სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტი - „სააქტო დარბაზის ფუნქციონირება სკოლაში“ დაიწყო
25-12-2019
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სავანეთის საჯარო სკოლაში დაიწყო პროექტის განხორციელება თემაზე - „სააქტო დარბაზის ფუნქციონირება სკოლაში“.

პროექტის ინიციატორია მეათე კლასის ფოკუსჯგუფი, ხოლო ორგანიზატორი სამოქალაქო განათლების პედაგოგი - ლამზირა ოსეფაშვილი.

„პრობლემის ანალიზი: სკოლას არ გააჩნია სააქტო დარბაზი.  მოსწავლეები ვერ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, რადგან სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, საღამო, საახალწლო კარნავალი ტარდება სკოლის ფოიეში, რაც იწვევს დიდ ხმაურს, მოსმენაც კი შეუძლებელი ხდება.  სკოლაში სააქტო დარბაზის ფუნქციონირებით დაინტერესებულნი არიან  თემის წევრები, მშობლები. სასკოლო საზოგადოება, თემის ქალთა საზოგადოებამ  ხელმოწერებიც კი შეაგროვა ამ კონკრეტულ საკითხზე.

არის დიდი საკლასო ოთახი, რომლის გადაკეთებაც შეიძლება  სააქტო დარბაზად, თუმცა  სკოლას ფინანსური რესურსები არ  გააჩნია. ფინანსების მოძიების შემთხვევაში მოხდება  სარემონტო ინვენტარის შეძენა,  ჭერის, კედლებისა და იატაკის შეღებვა. მოწესრიგდება ოთახი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ტექნიკით. ყოველივე ამის შემდეგ ოთახი  დაიწყებს ფუნქციონირებას. შესაძლებელი გახდება მოწვეული სტუმრის მიღება,  სკოლის პრიორიტეტების გამოყოფა, საკვანძო საკითხებზე მსჯელობა, სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება.

მაშ, ასე, სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იწყებენ  სასიკეთო ცვლილების შეტანას სკოლაში“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება