სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში პროექტი - „თანაბარი უფლებები“ განხორციელდა
24-12-2019
-
+


აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის II კლასის დამრიგებელმა - ნანა ხარაიშვილმა განახორციელა პროექტი: „თანაბარი უფლებები“.

პროექტის მიზანი იყო  ცნობიერების ამაღლება  მოსწავლეებში ინკლუზიური განათლების არსის და მიდგომების შესახებ.  მასწავლებლის სურვილია, რომ მიღებული ცოდნით აღმოიფხვრას სასკოლო სივრცეში  დისკრიმინაციული გამოვლინების ფაქტები და ჩამოყალიბდეს პოზიტიური, თანასწორუფლებიანი გარემო.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დაუნის  სინდრომის  საერთაშორისო დღე ყოველთვის აღინიშნება სკოლაში და სპეც-მასწავლებლის მიერ ეწყობა მინი-ლექცია მოსწავლეებსა და მათი  მშობლებისთვის.

„მოსწავლეებს  ტაქტიანად  მივანიშნებ,  რომ ყველა  ადამიანს  აქვს  განსხვავებული  შესაძლებლობები,  რაც  არ  უნდა  იყოს  გულისტკენის,  კომპლექსისა  და  ბულინგის  მიზეზი.  ხშირად  ვსაუბრობთ  იმაზე,  რომ  ყველა  ადამიანი  უნდა  იყოს  ტოლერანტი,  შემწყნარებელი  და  მეგობრული  მსგავსი  მდგომარეობის  მქონე  ადამიანის  მიმართ. მივანიშნოთ  იმაზე,  რომ  ჩვენს  შორისაცაა  ასეთი  ბავშვები,  უფროსებიც,  რომლის  დამოკიდებულება  უნდა  იყოს  გულწრფელი,  უანგარო  და   თბილი,  რომ  ცხოვრებისა  და  სიცოცხლის  ხალისი  არ  დაუკარგოს  ადამიანს,  რომ  ყურადღება  გავამახვილოთ  მათ  ძლიერ  მხარეებზე,  იმ  უნარებზე  რაც  პიროვნებასა  და  შესაძლებლობებს  კარგად  წარმოაჩენს,  ამით  მათ  უჩნდებათ  თავდაჯერებულობის  განცდა,  ეხსნებათ  არასრულფასოვნების  კომპლექსი,  რათა  ჩვენი  საზოგადოების სრულფასოვანი  წევრები  იყვნენ“,- აღნიშნა სკოლის სპეც-პედაგოგმა  მანანა  ნადირაძემ.

პროექტი - „თანაბარი უფლებები“ სკოლის პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ნანა ხარაიშვილმა კრედიტ ქულების დასაგროვებლად გამოიყენა. მან მოაგროვა საჭირო რაოდენობის  ქულები და წარდგენილია  უფროსი  მასწავლებლის სტატუსის  მოსაპოვებლად.

პროექტის ხელმძღვანელის - ნანა ხარაიშვილის რეფლექსია და პროექტის მიზნები იხილეთ ბმულებზე.

პროექტი - „თანაბარი უფლებები“

რეფლექსია

რეფლექსია 2

მოსწავლეების ნამუშევრები

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება