სიახლეები
სიახლეები

izrune.ge-ს ავტორმა კითხვების მომზადებაში ჩართული ქუთაისის სკოლები დააჯილდოვა
14-12-2019
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში Izrunes.ge- პროექტში - მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“, კითხვების შედგენაში ჩართული ქუთაისის სკოლების დირექტორების და პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მან პროექტის კითხვების შედგენაში ჩართულ ქუთაისის სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს სპეციალური დიპლომები  გადასცა.

„აქ იჭედება საქართველოს მომავალი, ამ პროექტის გარშემო საქართველოს ყველაზე ნათელი გონების ადამიანები იყრიან თავს. დღეს ქუთაისის იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის კითხვებს ქმნიან, სპეციალურ დიპლომებს გადავცემთ. ეს არის ჩვენი მხრიდან მადლობის გამოხატვა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, გავა წლები და ჩვენ მარტო მადლობის სიგელით არ შემოვიფარგლებით, იმიტომ, რომ ყველა ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ. ეს პროექტი არის ზუსტად იმ სლოგანის, ლოზუნგის - „განათლება და ღირსება, ბედნიერება ყველას სჭირდება!“ მიმდევარი. Izrune.ge-ს წლის საუკეთესო პედაგოგს აუცილებლად ექნება ჩვენგან განსაკუთრებული საჩუქარი – ოროთახიანი ბინა, რომელიც უკვე აშენებულია და რემონტდება. მე კატეგორიულად მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად დასაფასებელი სწორედ პედაგოგები არიან“ - მიმართა დაჯილდოების დაწყებამდე სტუმრებს გოჩა ტყეშელაშვილმა. 

მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესუსრცენტრის ხელმძღვანელი:

„მადლობა თითოეულ ჩვენს პედაგოგს იმ დაუღალავი ცხელი ზაფხულისთვის, რომელიც ჩვენ გვაჩუქეს, გვაჩუქეს ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის, მართლაც დიდი რუდუნებით მოეკიდნენ ამ საკითხს. მე ვუსურვებ საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებს, რომ ეს სასიკეთოდ გამოიყენონ. თითოეული ტესტი იყო პასუხისმგებლობით შედგენილი, ამ ტესტებმა ბევრი სპეციალისტის ხელში გაიარა და საბოლოო ჯამში მოგეწოდათ ის, რაც ვფიქრობ, აუცილებლად გამოგვადგება და იქნება ჩვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ბატონ გოჩას, რომ ქუთაისზე შეაჩერა არჩევანი და ვიმედოვნებთ, რომ იმედებს არ გაგიცრუებთ. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექტორებს და თითოეულ პედაგოგს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და მომავალში კიდევ ჩაერთვებიან აღნიშნულ პროექტში“.

სალომე სარალიძე, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის №1 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„დღევანდელი დღე განათლების ზეიმია, ეს დღე, დამეთანხმებით, რომ შედგა, ეს ბატონი გოჩას ნიჭიერების დამსახურებაა და ის დიდებული იდეები, რომლებიც ეტალონის შემოქმედებით გუნდს აქვს,  ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასიკეთოდ ნამდვილად აღმაფრთოვანებელია და შექებას იმსახურებს. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენს მოსწავლეებს ახარებთ და ასეთ სასიკეთო საქმეს აკეთებთ, ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტს ანალოგი არ აქვს, ეს არის ბრენდი, ქართული ბრენდი და რეალურად ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს ემსახურება“.

ნათია სულავა, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეს პროექტი თითოეული მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, izrune.ge-ს ვგულშემატკივრობთ, რა თქმა უნდა, მთელი სკოლა და მთელი ქუთაისი, ამიტომაც მივიღეთ ჩვენ მადლობის სიგელები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ პროექტმა მოგვცა საშუალება, მშობლებიც ჩავრთოთ საგანმანათლებლო პროცესში, დიდი მადლობა, ასეთი პროექტები დიდი წარმატებისკენ წაგვიყვანს“.

ქუთაისის N17 საჯარო სკოლის პედაგოგი, ეკა ქართველიშვილი:

„მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. Izrune.ge უდავოდ დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე და ამას საკუთარი კლასის მაგალითიდან გამომდინარე ვამბობ. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ izrune.ge-ს ტესტების შექმნაში და ეს მართლაც საამაყოა, რომ ვთანამშრომლობთ ეტალონთან“.

ქუთაისის N17 სკოლის პედაგოგი, მაკა კამლაძე:

„მოხარულები ვართ, რომ ღონისძიებას ვესწრებით და კიდევ უფრო საამაყოა ჩემთვის izrune.ge-ს ტესტების შედგენაში რომ მივიღეთ მონაწილეობა. ჩვენი ბავშვები საკმაოდ აქტიურად არის ჩართულები და ველით ეს ინტერესი მეტად გაფართოვდება izrune.ge და „ეტალონი“ ყოველთვის ზრუნავს მომავალი თაობების ცოდნის გაღრმავებაზე და ჩვენ ერთად აუცილებლად ბევრს მივაღწევთ“.

ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი ტესტირების ინოვაციურ პორტალზე Izrune.ge –ზე სპეციალური პროექტი ხორციელდება და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდებში  მოქალაქეობრივი აზროვნების სისტემურ-ეფექტურ და დროულ ამოქმედებას, თანამედროვე ევროპული სახელმწიფოების, მათი ტრადიციების, ღირებულებებისა და ისტორიის წარმოჩენას უწყობს ხელს.

„მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისკენ“ - პროექტისთვის კითხვებს ქუთაისის სკოლების გამორჩეული პედაგოგები ამზადებენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის ავტორობით და ხელმძღვანელობით. 

იხილეთ ასევე: 

izrune.ge-ს თბილისის სკოლების გამორჩეული სუპერკლასები დაჯილდოვდნენ

განათლების სამინისტროში izrune.ge-ს თბილისის სკოლების გამორჩეული სუპერკლასების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები

13-15 წლის გოგონებმა სკოლაში შესვენებაზე თანატოლი სცემეს - კონფლიქტი სოცქსელში დაიწყო და სკოლის საპირფარეშოში გადაინაცვლა

ბაღში ბავშვის მიყვანისას და გამოყვანისას პლასტიკური ბარათი უნდა დააფიქსიროთ - ელექტრონული სისტემა იანვრიდან ყველა სააღმზრდელო დაწესებულებას შეეხება

იმერეთში 14 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა - დაკავებულია ორი პირი

ქობულეთში საჯარო სკოლა გაძარცვეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო

აღმზრდელებისა და მასწავლებლებისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა - კურსი მოიცავს 60 საკონტაქტო საათს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარკ ტვენის დაბადების დღე აღნიშნეს

პტენის საჯარო სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა დიფუზიის პროცესი შესწავლეს

ყაურმის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა

თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეების შემეცნებითი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

მოსწავლეებმა გააცოცხლეს ზღაპრის სიუჟეტი, ინგლისურ ენაზე ისაუბრეს პერსონაჟებზე  და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნა და უანრები

საინტერესო

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადები გრძელდება

სიახლეები
საზოგადოება