სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

izrune.ge-ს თბილისის სკოლების გამორჩეული სუპერკლასები დაჯილდოვდნენ
17-12-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის izrune.ge-ს თბილისის სკოლების სუპერკლასების დაჯილდოება გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონიას სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ და მაღალტექნოლოგიურ პორტალ izrune.ge-ს ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, სუპერკლასების მოსწავლეები და მათი მშობლები.

გოჩა ტყეშელაშვილმა სუპერკლასების დამრიგებლები მოსწავლეებთან ერთად სცენაზე მიიწვია და მათ სერტიფიკატები გადასცა.

გთავაზობთ, სტუმრების ემოციებს ღონისძიებიდან:

ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა:

„ძალიან ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ izrune.ge არის ერთ-ერთი უძლიერესი პროექტი საგანმანათლებლო სივრცეში. შარშან 8 მომავლის კლასი და 11 სუპერკლასი გვყავდა, წელს 8 სუპერკლასი მყავს. იმედი მაქვს, რომ ჩემი დანარჩენი კლასებიც სათანადოდ მოემზადებიან და მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან, დარწმუნებული ვარ, შედეგიც გვექნება ძალიან მაღალი“. 

თბილისის N106 საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი, მე-3 კლასის დამრიგებელი ეკა ყიფშიზე: 

„ჩემი კლასი აქტიურად არის ჩართული Izune.ge-ში, რომელიც ისეთი კარგი პროექტია, რომ ბავშვები აღფრთოვანებული არიან ყოველ ხუთშაბათს. ძალიან კმაყოფილები ვართ, ძალიან აძლიერებს ბავშვის მოტივაციას და ხდება მათი უმაღლეს დონეზე განვითარება, რაც ჩვენთვის ძალიან  კარგი შედეგია. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ მშობლების მხრიდან. ისინი აქტიურად არიან ჩართული შვილებთან ერთად და ბედნიერები არიან, რომ ეს პროექტი შეიქმნა“.

თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-4 კლასის პედაგოგი ხათუნა ბასიკაშვილი:

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ პროექტის ორგანიზატორებს. ყველას - მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ძალიან კმაყოფილი ვარ მე, როგორც პედაგოგი. წლების განმავლობაში ვცდილობდი, რომ ბავშვებისთვის წიგნი შემეყვარებინა, მაგრამ ეს ვერ ხერხდებოდა, მოგეხსენებათ კომპიუტერი და თამაშები ერჩივნათ ბავშვებს. ამ პროექტმა მასობრივად ჩართო მთელი კლასი. მე ძალიან ბედნიერი ვარ და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველას. izrune.ge-მ ერთ გუნდად შეგვკრა, ერთ ოჯახად და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ“.

თბილისის N71 საჯარო სკოლის მე-2 კლასის დამრიგებელი ლედი  ელიაშვილი:

Izurne.ge-ში ჩვენ შარშანაც ვიყავით ჩართული. მზრუნველი დამრიგებლისა და საახალწლო ნაძვის ხის პროექტებშიც გავიმარჯვეთ. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის  საშვილიშვილო და ქვეყნისთვის მეტად ღირებული. ეს არის პროექტი, რომელიც ბავშვებში მეგობრობის, ურთიერთზრუნვისა და სიყვარულისთვის იბრძვის.  Izurne.ge-ს ტესტები საკმაოდ კარგად არის შედგენილი.  აქტიურად ვართ ჩართული და ყველაზე მეტად რაც მომწონს - ბავშვები ამით უფრო ვითარდებიან.  ცოდნის დონე უფრო ამაღლდა. სკოლა და ოჯახი გააერთიანა ამ პროექტმა, იმიტომ რომ მშობელთა ჩართულობა დიდია. ჩემი მოსწავლეები პატარები არიან, კითხვა უჭირთ და მშობლები არიან ჩართულნი.  ვფიქრობ, რომ ეს არის სამომავლო და ქვეყნისთვის ღირსეული პროექტი“.

თბილისის N173 საჯარო სკოლის მე-3 კლასის დამრიგებელი ლიანა გელოვანი: 

Izrune.ge ნამდვილად კარგი და ინოვაციური პროექტია. მოსწავლეები ჩართულები არიან პროექტში. მართლაც ისეთი გამართული ტესტებია, რომ ბავშვებიც ხალისით გადიან ამ ტესტებს. ასევე მეც - მათთან ერთად. ვინტერესდები მათი შედეგებით. ძალიან უყვართ თვის ბოლო კვირა, როცა მშობელთა ზრუნვის დღე არის.  მშობლები ჩართულები და დაინტერესებულები არიან შვილების წარმატებით და ბავშვებსაც უხარიათ ეს. ვცდილობთ, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ. დიდი მადლობა Izurne.ge-ს და „ეტალონს“, ყველა მათ სულის ჩამდგმელს, ასევე ჩვენი სკოლის დირექციას. მან მოგვცა საშუალება, რომ ასე წარმატებით მოესინჯათ ბავშვებს თავიანთი ძალები.  ასევე მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის. ყველა მშობელს, რომელსაც არ დაურეგისტრირებია თავისი შვილი, მოვუწოდებ, რომ დაარეგისტრიროს  და არ მოაკლონ შვილებს ასეთი სიხარული“.

თბილისის N106 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ მეგრელი:

„ყოველთვის წინასწარ ვმეცადინეობ ხოლმე და ძალიან მომწონს izrune.ge-ს პროექტი. ძალიან შემეცნებითია და ბევრ რამეს ვსწავლობთ“.

თბილისის N106 საჯარო სკოლის მე-3  კლასის მოსწავლის მშობელი ნინო გრიგალაშვილი: 

„მთელი კლასი ვართ ჩართული. ველოდებით ხოლმე ხუთშაბათ დღეს, რომ არ გამოგვრჩეს, ვახსენებთ მშობლები ერთმანეთს და ბავშვები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები. არის კითხვები, რომელზეც მოსწავლეებს იმ წუთას არ აქვთ პასუხი, მაგრამ შეცდომის შემთხვევაშიც მათ უგროვდებათ  გარკვეული გამოცდილება  და ძალიან მოხარულები ვართ“.

თბილისის N71 საჯარო სკოლის მოსწავლის მარიამ ბურჯალიანის მშობელი ნათია სვიმონიშვილი:

„კმაყოფილები ვართ. Izrune.ge-მ ძალიან შეცვალა სწავლის დონე. წარმატებული პედაგოგი რომ იყოს აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმატებული მოსწავლე. კლასმა მაღალი შედეგები უნდა აჩვენოს. იმდენად ჩართულები არიან ჩვენი ბავშვები  მასწავლებლის დამსახურებით izrune.ge-ს პროექტში, რომ საუკეთესო შედეგს დებენ. ისეთი მონდომებით აკეთებენ ყოველ კვირას ტესტებს,  ისე ემზადებიან წიგნიერების დღისთვის, კითხულობენ ყველა ნაწარმოებს, ლექსებს, რომ ყველა მშობელი აღფრთოვანებული ვართ,  როგორც მასწავლებლით, ასევე თქვენი პროექტით. უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის, ასეთი მონდომებისთვის, ბავშვების წინ წამოწევისთვის და ასეთი საუკეთესო შედეგების ჩვენებისთვის. ეს ყველაფერი მასწავლებლისგან გამომდინარეობს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მასწავლებელი წარმატებულია და ბავშვებიც ასე ჰყავს გაზრდილი.“

თბილისის N142 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლის მშობელი ნინო ლეჟავა:

„პროექტი izune.ge ძალიან მოგვწონს, ყოველთვის ველოდებით დიდი შემართებით, ენერგიითა და ყურადღებით ხუთშაბათ დღეს, რომ გავაკეთოთ ტესტები. ძალიან მოხარულები და ბედნიერები ვართ, ძალიან გაგვიხარდა როცა გავიგიგეთ, რომ ჩვენს კლასს დააჯილდოვებდნენ. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენს პედაგოგს ეკა გულაშვილს, რადგან ყოველთვის ასეთი მობილიზებულები ვართ მისი მხარდაჭერით. მისი მფარველობის ქვეშ ვართ მთელი კლასი“.

იხილეთ ასევე: 

izrune.ge-ს ავტორმა კითხვების მომზადებაში ჩართული ქუთაისის სკოლები დააჯილდოვა

განათლების სამინისტროში izrune.ge-ს თბილისის სკოლების გამორჩეული სუპერკლასების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

საქართველოში დედის დღე 35 წელია აღინშნება - გაეცანით საინტერესო ფაქტებს

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„20 მარტიდან ჩვენი გვერდი აკონტროლეთ“ - NAEC ეროვნულებზე რეგისტრაციის შესახებ

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასის მასწავლებელი მედეა ბოლქვაძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ რუსული ენის მასწავლებელი​ ინგა ციმაკურიძე პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ხათუნა გრძელიძე პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს მშობლიური ენის სილამაზე და სიმდიდრე ლექსების კითხვით, სიმღერით, საინტერესო გამოსვლებითა და სასცენო როლებით

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი თინათინ ბლიაძე პასუხობს

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება