სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

5 მარტივი წესი, როგორ ვეკონტაქტოთ მასწავლებელს ონლაინ ისე, რომ მას თქვენი „შავ სიაში“ დამატება არ მოუნდეს
25-10-2020
-
+


სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდამ მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობაც შეცვალა. დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია ფეისბუკ ჩატები, სადაც მშობლებისა და მასწავლებლების საქმიანი საუბრები იმართება.

„ეტალონი“ გაგაცნობთ 5 მარტივ წესს, რომელიც მასწავლებელთან ონლაინ ურთიერთობისას უნდა დაიცვათ, თუ არ გინდათ, რომ მას თქვენი „შავ სიაში“ დამატება მოუნდეს:

წესი N1: მიესალმეთ

ხანდახან მშობლები პირდაპირ საქმეზე გადადიან, მაგალითად, ასე: „ჩემი შვილი დღეს სკოლაში ვერ მოვა“. ავიწყდებათ, რომ მისალმება მესენჯერშიც ისევე აუცილებელია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ მისალმება მხოლოდ რამდენიმე წამს წაგართმევთ, სამაგიეროდ, თქვენი მიმოწერა გაცილებით სასიამოვნო გახდება.

წესი N2: მიმართვისას გამოიყენეთ სახელი

საუბარი გაცილებით სასიამოვნოა, როცა ადამიანები ერთმანეთს სახელით მიმართავენ. თანაც, როგორც წესი, ადამიანს ყურადღება უმახვილდება და იმ ინფორმაციას უფრო აღიქვამს, რომელშიც მის სახელს ახსენებენ.

წესი N3: დააფასეთ მისი პირადი დრო

მშობლებს ჩვევიათ მასწავლებლებს საღამოს, გვიან ღამით ან უქმეებზეც მისწერონ, თუმცა იცოდეთ, რომ ეს თქვენზე ცუდად მეტყველებს. თუკი ადამიანს სოციალურ ქსელში ხედავთ, არ ნიშნავს, რომ მას საქმეზე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისწეროთ.

წესი N4: ყურადღებით მოეკიდეთ მასწავლებლის თხოვნებს

„თქვენ ბევრი ხართ, მე - ერთი“ - მასწავლებლების ეს ცნობილი ფრაზა მხოლოდ მოსწავლეებისკენ არ არის მიმართული, მშობლებზეც ვრცელდება. თუკი მასწავლებელი გთხოვთ, რომ მას მესენჯერში მისწეროთ და არა მეილზე, შეეცადეთ, ნუ მოიქცევით პირიქით. ან თუკი გთხოვთ, რომ მისი შვილის გაცდენის შესახებ გაკვეთილის ბოლომდე აცნობოთ, შეეცადეთ, ასეც მოიქცეთ.

წესი N5: ნუ დაურეკავთ შეთანხმების გარეშე

თუ აპირებთ, რომ მასწავლებელს მიწერის ნაცვლად დაურეკოთ, უმჯობესია, ამის შესახებ წინასწარ გააფრთხილოთ. კარგია, თუ საუბრის თემასაც წინასწარ შეათანხმებთ. ასეთ დროს ისიც უფრო შეძლებს, ადეკვატური პასუხები გაგცეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება