სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსიან 43 ათასამდე მასწავლებელს ხელფასი ეზრდება - 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა
12-12-2019
-
+


2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, რომელის მიხედვითაც, სტატუსის მქონე 43 ათასამდე მასწავლებელს დანამატი ეზრდება. უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასებზე 150 ლარ დანამატს მიიღებენ. 

2020 წლის ბიუჯეტში პედაგოგების ხელფასების ზრდაზე ჯამში 140 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

„საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდება 150 ლარით 2019 წლის 1 ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით - 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში 140 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება“, - აღნიშნულია 2020 წლის ბიუჯეტის განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები 150 ლარით გაზრდილ ხელფასს, ოქტომბრიდან იღებენ. შესაბამისად, საერთო ჯამში, მათი ანაზღაურება 300 ლარით იზრდება. აღნიშნულის შესახებ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯერ კიდევ სექტემბერში, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საუბრობდა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სწავლის გასაგრძელებლად დოკუმენტების წარდგენა უკვე დაიწყო - დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებისთვის თვითშეფასების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა 

სკოლების 1028 თანამშრომლის დასახმარებლად 4.0 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა

ვალდებულება, რომელიც მასწავლებლებს ფუნქციის შესრულების პარალელურად ეკისრებათ - სქემის დეტალები

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„მადლობა, თითოეულ პატარა შემოქმედს, რომ ასეთი ფერადი, ცოცხალი და დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს“

პროექტის მთავარი გზავნილი იყო: „პატარა ხელებით, დიდი გულებით - აქედან იწყება სიკეთე“

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება