სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„2020 წლისთვის მასწავლებლის ანაზღაურება ჯამში 300 ლარით გაიზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი
30-09-2019
-
+


მთავრობის სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის განხილვისას განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს ბიუჯეტი განათლების მიმართულებით 130 მილიონზე მეტი ლარით არის გაზრდილი.

მისივე თქმით, 2020 წელს დაგეგმილია მასწავლებლებისთვის ხელფასის კვლავ 150 ლარით მომატება.

„მასწავლებლების ანაზღაურება შემოდგომიდან 150 ლარით იზრდება. როგორც მათ დავპირდით, ასევე მომავალ წელს ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ ხელფასი კვლავ 150 ლარით გაიზრდება. დღევანდელ მონაცემს რომ შევადაროთ, მასწავლებლების ხელფასი ჯამში 300 ლარით გაიზრდება. ეს პირდაპირ დაკავშირებულია პედაგოგების კვალიფიკაციის ზრდასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ ეტაპობრივად ყოველწლიურად გაგრძელდება და გვეყოლება პედაგოგები, რომლებიც ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ამასთან, როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, ხელფასები მოემატებათ პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებსაც.

„მომავალ წელს დაგეგმილია, 6 ახალი კოლეჯის მშენებლობამ, რაც რეგიონალურ დაფარვაში და ხელმისაწვდომობაში დაგვეხმარება. ასევე 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პროფესიული კოლეჯების მასწავლებლების ანაზღაურების ზრდა გაზაფხულზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან მათი ხელფასების ანაზღაურება ჯამში 50%-ით გაიზრდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა. 

მინისტრის ცნობით, განათლების სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად 600 მილიონი ლარი მოიზიდა, რომელიც განათლების რეფორმას მოხმარდება.

„მოგეხსენებათ, მიმდინარეობს განათლების რეფორმის კომპლექსური სახეცვლილება, რომელიც ყველა მიმართულებას და ეტაპს შეეხება. რეფორმის ფარგლებში სკოლის მიმართულებით ყველა ეტაპი იქნება მოცული როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სახელმძღვანელოებისა და მასწავლებლების მხრივ. ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილია ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია. ასევე სახელმძღვანელოების გაუმჯობესება მიმდინარეობს, რომელიც დავიწყეთ და მომავალ წელს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოებს მივიღებთ, რომლითაც ჩვენი მოსწავლეები იხელმძღვანელებენ“, - აღნიშნა ბატიაშვილმა. 

იხილეთ ასევე:  „ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ოქტომბრიდან ანაზღაურება გაეზრდება“ - მიხეილ ბატიაშვილი


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება