სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლები თემში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ
09-12-2019
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლები თემში მცხოვრებ ქალებს შეხვდნენ.

ეკოკლუბის „GREEN SPACE-ის“ ინიციატივით დაიწყო სათემო პროექტი - „მე გენდერული ცვლილებებისთვის“. პროექტის პარტნიორები არიან ფარის საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბი და ააიპ  ორგანიზაცია „გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“.

პროექტის მიზანია, თემში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალბატონების მხარდაჭერა, დასაქმებისათვის საჭირო უნარების განვითარებასა და სათემო ინიციატივებში მათი ჩართულობის გაზრდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვა.

„ეკოკლუბის მიერ ჩატარდა დაკვირვება, გაანალიზდა სათემო კრებებზე ქალების ჩართულობის რაოდენობა და ხარიხსი, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ფარის თემში მცხოვრები ქალების ჩართულობა სათემო შეკრებებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის ძალიან დაბალი, თითქმის არ ისმის ქალების ხმა და მათი პრობლემები. ქალების უმეტესობა დიასახლისია და მათ არ მიუწვდებათ ხელი საგანმანათლებლო სერვისებზე, რაც მათ პიროვნულ განვითარებას შეუწყობს ხელს.
სწორედ ამ და სხვა პრობლემების იდენტიფიცირებისა და ადვოკატირებისთვისაა აღნიშნული პროექტი, რომელიც თემში 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და დაეხმარება ქალთა ინიციატივების განხორციელებას.

შეხვედრა ორი ნაწილისაგან შედგებოდა, პირველი- საინფორმაციო შეხვედრა, პროექტის დეტალური გაცნობა, გენდერზე ჩატარებული კვლევების გაცნობა და სტატისტიკა, ინგლისური ენის კლუბის მიერ ინიცირებული პროექტის - „იყავი ჯანმრთელი და იყავი ბედნიერი“ გაცნობა. მეორე ნაწილი დაეთმო ტრენინგს-პრობლემის გადაჭრა.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავეს სამ ჯგუფად, გამოკვეთეს თემში არსებული პრობლემები, დაალგეს პრიორიტეტებად და თითოეულმა მათგანმა იმუშავა სამი თემატური მიმართულებით:

1) პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება ფარის თემში;

2) განათლება, კულტურა და სპორტი;

3) სარიტუალო და საბანკეტო დარბაზის მოწყობა;

თითოეულმა გუნდმა ააგო პრობლემის ხე, დაამუშავა გადაწყვეტილების მიღების ცხრილი და მონაწილეებმა აიღეს პასუხიმგებლობა ამ თემების ადვოკატირებასა და პრობლემის გადაჭრის გზებზე“, -ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება