სიახლეები
ინტერვიუ

როგორ გაიგოს მშობელმა, რომ მისი შვილი ნარკოტიკს მოიხმარს - პრაქტიკული რჩევები
01-12-2019
-
+


„SOS! ახალი კლუბური ნარკოტიკი კლავს“ - ამ შინაარსის სტატუსები სოცქსელში საკმაოდ გახშირდა. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობის დასახელება მარტივი არაა, თუმცა ფაქტია, რომ განსაკუთრებულ რისკჯგუფში მოზარდები არიან, რომელთაც დეკრიმინალიზაცია-ლიბერალიზაციაც არასწორად, სათავისოდ გაიგეს და ბოლომდე ვერც იმას აცნობიერებენ, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს კლუბურმა ნარკოტიკმა - ჰგონიათ, კლუბში მიიღებენ და კლუბშივე სრულდება ყველაფერი, რაც, სამწუხაროდ, ასე არაა.

როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი შვილი ნარკოტიკს მოიხმარს და რატომაა განსაკუთრებით საშიში კლუბური ნარკოტიკი, Etaloni.ge-ს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე, გური მენაბდიშვილი ესაუბრება:  

- სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა სიმპტომი აქვს, აქ ერთადერთი ვარიანტია არაფხიზელი მდგომარეობა - ყველა მშობელმა ძალიან კარგად იცის, როგორ გამოიყურება მისი შვილი ფხიზელი. მაინცდამაინც გუგებში უყურონ, ან აკონტროლონ - ბევრი ჭამა თუ გახდა, მზა რეცეპტი არაა.  მთავარი პასუხი არის ქცევაში - ყველა მშობელი შვილს ზუსტად ამჩნევს ქცევის ცვლილებას.

- დღეისთვის როგორი სტატისტიკა გვაქვს?   

- ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზედოზირების მონაცემები არ გაზრდილა, თუმცა გარკვეული რეგულაციების მიღებამდე, თვალშისაცემი იყო სააფთიაქო ნარკომანია 14-16 წლის მოზარდებში.

- გინდათ თქვათ, რომ რეგულაციებმა ეს საკითხი მოაგვარა? - პრეპარატები ურეცეპტოდ ახლაც გაიცემა, ბატონო გური...

 - არ ვამბობ, რომ ახლა არ ხდება, თუმცა მასობრივი ხასიათი აღარ აქვს და ეს უკვე კარგია...  პრევენციულმა ზომებმაც თავისი შედეგი გამოიღო, თუნდაც სკოლის ფსიქოლოგების გადამზადების თვალსაზრისით დადებითი ძვრებია. არ გამოვრიცხავ, რომ ეს, შესაძლოა, გარკვეული ლიბერალურმა მიდგომებმაც განაპირობა...

- დეკრიმინალიზაციას ემხრობით?

- მარიხუანას დეკრიმინალიზაციამ გამოიწვია სხვა ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შემცირება.

- ანუ ცუდსა და უარესს შორის მოგვიწია არჩევანის გაკეთებამ?

- რა თქმა უნდა... ვფიქრობ, მოზარდებს სწორი მესიჯები უნდა მივაწოდოთ. სამწუხაროდ, ამ ასაკში ურჩევნიათ, გარკვეული მავნე ჩვევის შესახებ მიიღონ დადებითი მესიჯები და ამით გაამართლონ საკუთარი ქცევა, ვიდრე მოისმინონ უარყოფითი მხარე; ამიტომ, როცა ვსაუბრობთ, რომ რომელიმე ნარკოტიკულ ნივთიერებას გააჩნია დადებითი ეფექტი, მეტად უნდა გავუსვათ ხაზი მის უარყოფითს, რათა მოზარდებში არ გამყარდეს მოსაზრება, რომ სწორად იქცევიან.

ზოგადად, მარიხუანას შესაძლოა ჰქონდეს სამკურნალო ეფექტი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ დაავადებულ ადამიანებში და არ შეიძლება მისი გამოყენება  განსაკუთრებით მოზარდებში.

მარიხუანას მოხმარება მოზარდობის ასაკში დამღუპველია თავის ტვინისთვის - ესაა ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალება, რომელიც აბრკოლებს ტვინის უჯრედების განვითარებას, მიჰყავს მეხსიერების დაქვეითებისკენ და შესაძლოა, ფსიქოზი ჩამოყალიბდეს. ესაა რეალობა და ასეთი მესიჯები უნდა მივაწოდოთ მოზარდებს. საკუთარი პრაქტიკიდან გეტყვით - როდესაც პედაგოგმა ახსნა, რომ ეს იყო მავნე, მოზარდს ჰქონდა არგუმენტი - უსმინა ტელევიზიით ნარკოლოგს, რომელიც ამბობდა, რომ მარიხუანა, პირიქით, სასარგებლო ყოფილა.  უკეთესი მიზნის მიღწევა არ უნდა მოხდეს პრობლემის გაღრმავების ხარჯზე და ვფიქრობ, მომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ...

- აბა, იძულებით ვუმკურნალოთ? რამდენი გინახავთ, ვინც თავის ფეხით მივიდა ექიმთან და აღიარა, რომ დახმარება სჭირდებოდა?

- ნების გარეშე ვერავის უმკურნალებ. სურვილი ნამდვილად აქვთ, თუმცა მხოლოდ 10-12 პროცენტს გამოსდის, მიაღწიოს რემისიას. სამწუხაროდ, თუკი მოზარდი მოიხმარს მარიხუანას, დიდი შანსია, ის შემდგომში ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელი გახდეს.

- პირადად თუ გიმკურნალიათ მოზარდებისთვის,და როგორი შედეგები გქონიათ?

- იყო შემთხვევა, როცა მოზარდიც და მისი მშობლებიც მომხმარებლები იყვნენ...  გარკვეული ხნის განმავლობაში შევინარჩუნეთ რემისია, თუმცა შემდეგ ეს მოზარდი ჩემი თვალთახედვიდან გაქრა. ამიტომ ვამბობ - ოჯახის წევრების სწორი ქცევა ამ საკითხში უმნიშვნელოვანესია. ნებისმიერ მშობელს ჰგონია, რომ მისი ქცევა სწორია, თუმცა აუცილებლად სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რადგან ეს ადამიანები არიან თანადამოკიდებულები - უწევთ პარალელურ რეჟიმში ცხოვრება ნარკომომხმარებელთან.

- როგორ ქცევას სთხოვთ მშობელს, როცა იგებს, რომ შვილი ნარკომომხმარებელია?

- ქცევის ის ნაბიჯები, რომელსაც უმეტესად დგამენ მშობლები, ხშირად დამანგრეველია პაციენტისთვის. ბევრს განგაშის ზარი მხოლოდ ყვირილი ჰგონია, რაც უმეტესად კრახით სრულდება; ამიტომ, სანამ გადაწყვეტენ, კონკრეტულად, პიროვნებას დაელაპარაკონ, თვითონ უნდა მიიღონ გარკვეული ქცევის შესაბამისი ცოდნა. წინააღმდეგ შემთვევაში, პაციენტი მალულად მაინც ახერხებს ნარკოტიკის მიღებას ასე რომ, თვალებში ცქერა, კითხვა - დღეს, გუშინ ხომ არ მოგიხმარია; ყოველ წუთს რეკვა... არ სრულდება კარგი შედეგით.

- არც კლუბური ნარკოტიკის მიღება სრულდება კარგი შედეგით, თუმცა, სამწუხაროდ, მოზარდები ფიქრობენ, რომ პრეპარატის მოქმედება კლუბში იწყება და კლუბშივე სრულდება...

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც კლუბში მოიხმარება, ჰგონიათ, რომ მხოლოდ გარკვეული ენერგიისთვისაა და მეტი არაფერი. ესაა ინფორმაციული ვაკუუმი, რადგან გაცილებით დიდი ზიანი მოაქვს - გარდა იმისა, რომ იწვევს დამოკიდებულებას, ეს ფსიქოსტიმულატორები აიძულებენ თავის ტვინსა და შემდეგ მთელ სხეულს, მეტი ენერგია გამოიმუშაოს, რაც, ბუნებრივია, ვერაფრით იქნება დადებითი შედეგის მომტანი; გარდა ამისა, ახალგაზრდებმა არც მოხმარების წესები იციან და არც ის, თუ როგორ მოუარონ თავს, რადგან ამ  ნივთიერების მოხმარებისას ორგანიზმის ტემპერატურა ხშირად 41 გრადუსსაც აღწევს და ლეტალურადაც სრულდება.

...ამიტომ, დეკრიმინალიზაციასა და ლიბერალიზაციაზე საუბრის პარალელურად, უნდა გავაძლიეროთ სკოლის ასაკში პრევენციული ღონისძიებები. პიროვნების შეგნება უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ არ მოჰკიდოს ხელი ნარკოტიკს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

პედაგოგიკაში დისბალანსია - სხვაობა კურსდამთავრებულებსა და ბაზრის მოთხოვნას შორის 1815-ია

ვინც პირველ კლასში წელს ვერ წავა, სკოლის ბაზაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემა

რა ეღირება სასკოლო ფორმები? - etaloni.ge-ს კითხვას მინისტრის მოადგილე პასუხობს

სკოლამდელი ასაკის მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ, ისინი პრემიერთან შეხვედრას და გარდამავალი პერიოდის დაშვებას ითხოვენ

ბრალდებულს17 წლადე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელი თეა ბჟალავა პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა იმსჯელეს და დაადგინეს ორი ნიშანი, რომლებიც განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს, გაარკვიეს მოცემული ნომერი საგუნდოა თუ საანსამბლო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

„25 თებერვალი გვახსენებს, რომ თავისუფლება ფასდაუდებელია და მისი დაცვა თითოეული მოქალაქის ვალია“

 

 

სკოლაში ახარებთ ხელოვნების პედაგოგის პედაგოგის საინტერესო ინიციატივები და მოსწავლეთა შემოქმედებითობა

საინტერესო

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
საზოგადოება