სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდი ინტელექტუალური კონკურსის ფინალისტია
27-11-2019
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდი ინტელექტუალური კონკურსის ფინალისტია კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ზონალური ტურები დასრულდა.

კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ხელშეწყობით ტარდება.

დაბა ხარაგაულის სკოლებს შორის გამარჯვებული წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის გუნდი გახდა.

გიმნაზიის გუნდში თამაშობდნენ: საბა ებანოიძე - (გუნდის კაპიტანი); მარიამ მანჯავიძე; თეო გოლუბიანი; ლუკა ყრუაშვილი;
გიორგი კვირიკაშვილი; თედო სებისკვერაძე.

დღევანდელ თამაშში, გიმნაზიათან ერთად, ხარაგაულის N2, N3, საღანძილისა და ლაშის საჯარო სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.

კონკურსში „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ უკვე გამოვლენილია ზონალური ტურების გამარჯვებულები – ბორის, ვერტვიჭალისა და მოლითის საჯარო სკოლის გუნდები.

კონკურსის ფინალში ზონალურ ტურებში გამარჯვებულ გუნდებთან ერთად საუკეთესო შედეგის მქონე ერთი გუნდი ჩაერთვება.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის გუნდმა აჩვენა.

„თამაშს ესწრებოდნენ უბისისა და მარგვეთის ეპარქიის მეუფე, გიმნაზიის რექტორი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე). აგრეთვე გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი მამა პავლე (ცერცვაძე) და გიმნაზიის მოძღვარი მღვდელი თომა (ლაცაბიძე).

გიმნაზიის გუნდი კონკურსის „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ გასული წლის გამარჯვებული გუნდია.
წარმატებები გიმნაზიის გუნდს ფინალურ ტურში!“-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება