სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ, ეტალონი

20 ათასი ლარი, ერთი წელი ამერიკაში და რჩევები ''ეტალონის'' წლევანდელ ფინალისტებს შარშანდელი გამარჯვებულისგან
06-06-2017
-
+


24 ივნისს წლევანდელი ''ეტალონის'' ფინალია. ამ დღეს ყოფილი ''ეტალონელებიც'' დიდი ინტერესით ელოდებიან. ერთ-ერთი მათგანია ბათუმის კერძო სკოლა ''ნიკეს'' მოსწავლე ანრი ფაღავა, რომელმაც ''2015-2016 წლის ეტალონში'' პირველი ადგილი დაიკავა და ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს დაეუფლა. ანრიმ 31,11 წამში 75 ქულის მოპოვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ მას არც ერთ კითხვაზე არ შეუკავებია თავი.

- ანრი, რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ საქართველოს ეტალონი მოსწავლე? გაიხსენეთ თქვენი მაშინდელი განცდები.

- პირველ რიგში, მახსოვს, ვიყავი უზომოდ გაკვირვებული, რომ ამ ტიტულის მოპოვება შევძელი. იქ რომ ყოფილიყავით, დამიჯერეთ, თქვენც ასე იგრძნობდით თავს, რადგან ფინალზე საუკეთესო წარმომადგენლები იყვნენ ყველა კუთხიდან და, შესაბამისად, კონკურენციაც მაღალი იყო. როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს, გაოცებას ისეთი დიდი სიხარული მოყვა, სიტყვებით მართლა ვერ აღვწერ იმ ემოციებს...

- საკმაოდ სოლიდური ფულადი პრიზი გადმოგეცათ - 20 ათასი ლარი.

- დიახ, პრიზი ნამდვილად სოლიდური თანხა იყო, მით უფრო, 16 წლის მოზარდისთვის. ეს თანხა მშობლებს გადავეცი განსაკარგად.

- როგორც ვიცით, ამერიკაში იყავით ერთი წელი. რას იტყვით იქ მიღებულ გამოცდილებაზე. თქვენი აზრით, რა სხვაობაა ქართულ და ამერიკულ სკოლებს შორის?

-  დიახ, მოვიპოვე ამერიკული გაცვლითი პროგრამა FLEX-ის (მომავალ ლიდერთა) დაფინანსება და ერთი წლით (2016-2017) გავემგზავრე ამერიკაში სასწავლებლად. იქ გავიარე მეთორმეტე კლასი. ეს იყო უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილება. პირველი არ ვიქნები ვინც იტყვის, რომ განსხვავება ქართულ დ ამერიკულ სკოლებს შორის თვალსაჩინოა. ამერიკული სკოლის სისტემა მიმართულია ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისკენ: საგნობრივი მრავალფეროვნება, სპორტი, თეატრი, მუსიკა. ერთი სიტყვით, ყველასთვის მოიპოვება ინდივიდუალური ინტერესის საგანი.

- თქვენი სამომავლო გეგმები...

- ამჟამად აბიტურიენტი ვარ და ვემზადები ეროვნული გამოცდებისთვის. ძალიან მინდა ჩავაბარო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. ვაპირებ გავხდე ექიმი, თუმცა კონკრეტული მიმართულება ჯერ არ ამირჩევია. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ამ მიზნის მიღწევას.

- რას ურჩევთ ''ეტალონის'' წლევანდელ ფინალისტებს?

- მესმის რთულია, არ აყვე ემოციებს, მაგრამ, უპირველესად, მონაწილეებს მინდა ვურჩიო, რომ არ ინერვიულონ. მთავარია, შეძლონ კონცენტრირება და თავიანთი შესაძლებლობების  მაქსიმუმის წარმოჩენა. ახსოვდეთ, რომ ფინალში ყოფნა უკვე დიდი წარმატებაა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება