სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკოკლუბის აქტივობას დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა
26-11-2019
-
+


ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის ეკოკლუბმა „ხერგილმა“ და მათმა ხელმძღვანელმა „მწვანე ყუთების“ საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელეს. აქტივობას დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა.

„ამ აქტივობის მიზანი იყო ადამიანების მიერ ქაღალდის რესურსის რაციონალური გამოყენება და მისი მეორადი გადამუშავების შედეგად სარგებლიანობის მიღება. ამით ადამიანები გაუფრთხილდებიან გარემოს და იზრუნებენ, რაც შეიძლება ნაკლები ხე მოიჭრას ბუნებაში.

ეს აქტივობა წარმოადგენდა ერთგვარ გამოწვევას საზოგადოებისთვის და აი, ეს გამოწვევაც მიიღო ყველა იმ ორგანიზაციამ, რომელმაც თანამშრომლობა გაუწია გიმნაზიის ეკოკლუბს მწვანე ყუთების აქტივობაში.

პირველი შეგროვებული მაკულატურა...

კლუბის წევრებმა მიაკითხეს მერიასა და ყველა იმ ორგანიზაციას, სადაც განთავსებული იყო მწვანე ყუთები.

ყუთებში საკმაო რაოდენობით იყო მოგროვილი მაკულატურა. კლუბის წევრების მიერ დაიცალა ყუთები და ისინი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, რათა სამომავლოდ ისევ მოხდეს მათი ავსება.

მოგროვილ მაკულატურას კლუბის წევრები გამოიყენებენ შესაბამისი აქტივობისთვის“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

2 არასრულწლოვანი მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები

აქტივობები მიზნად ისახავდა ქიმიის მიმართ ინტერესის გაღვიძებასა და ცოდნის გამდიდრებას

გაკვეთილს ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელები და სხვა დაინტერესებული პირები

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება