| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მარადიდის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დავით დიასამიძე izrune.ge-ის პროექტში მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდა.
სკოლა დავითს ულოცავს ამ მიღწევას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
izrune.ge-ის პროექტის ფარგლებში დაჯილდოების პირველი ცერემონია, 16 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა.
გამორჩეული ჩართულობისთვის და განსაკუთრებული შედეგებისთვის დაჯილდოვდნენ მოსწავლეები, რომლებიც ღონისძიებაზე ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, მეგობრებთან ერთად იყვნენ მისული.
„izrune.ge ტესტირების ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ პიროვნული განვითარების მამოტივირებელი ინდივიდუალური ტესტები გაიარონ. პორტალზე ყოველი თვის მეორე ხუთშაბათი „წიგნიერების დღე“, ხოლო ყოველი თვის მეოთხე ხუთშაბათი „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარების დღე - გზა ევროპისკენ!“ არის. მოსწავლეები შემაჯამებელ ტესტს, მშობლის ჩართულობით, ყოველი თვის ბოლო კვირას - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“ აკეთებენ.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია
„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...