სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, საინტერესო

ფიქრია ჩაბაიძე – დაწყებითი სკოლის მრავალშვილიანი მასწავლებელი მაღალმთიანი სოფლიდან
31-05-2017
-
+


28 წლის ფიქრია ჩაბაიძე ყაზბეგის  მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობის  სკოლის მასწავლებელია. დაწყებითი კლასების მასწავლებელი პროფესიულ მოვალეობასთან ერთად 4 შვილის აღზრდითაც არის დაკავებული.  მას 5 წლის ბარბარე, 4 წლის გიორგი, 2 წლის თორნიკე და სულ პატარა 5 თვის ანასტასია ჰყავს.

დაოჯახებამდე ფიქრია იგივე რაიონში სოფელ აჩხოტში ცხოვრობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თბილისში დაიწყო. სწორედ აქ შექმნა ოჯახიც და ცხოვრება ბესო კობიაშვილს დაუკავშირა. ბესოც, მოხევეა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ბარიდან საცხოვრებლად კვლავ მთაშიდაბრუნებულიყვნენ. 

„აქ დაწყებითი სკოლის მასწავლებლად ვმუშაობ. ეს საქმე ჩემ სპეციალობასთან ახლოს არის, მაგრამ ბევრი ტრენინგიც გავიარე. ძალიან მომწონს ჩემი სამსახური. მთელი ბავშვობა ვოცნებოდი მასწავლებლობაზე და ახლა იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მიყვარს“, - ამბობს ფიქრია. 

მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია სულ პატარაა, დედა მაინც ფიქრობს მარტში სამსახურში გასვლას. 

„ძალიან მინდა, ისეთი პირობები გვქონდეს, რომ მშვიდად შევძლო მუშაობა. ახლა, რაც მეოთხე შვილი მეყოლა, ახალი საფიქრალი გამიჩნდა, ვის დავუტოვო თოთო ბავშვი. უფროსებისთვის კი ძალიან მჭირდება საბავშვო ბაღი. უბაღობა ჩემი ოჯახისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ბესო მესაზღვრეა. საბედნიეროდ, სამსახურში ძალიან უწყობენ ხელს და მორგებული გრაფიკი აქვს, ხუთი დღე სახლშია და სამი დღე მუშაობს. როცა სახლშია, ბავშვები მასთან არიან“, - ამბობს ფიქრია.

ახალგაზრდა მშობლებს სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე მხოლოს ერთი რამ აწუხებთ. ის , რომ სოფელში ბაღი არ არსებობს და მცირეწლოვანი ბავშვების დატოვება ყოველდღიურად პრობლემებთან არის დაკავშირებული. 

„როგორც ჩანს, ადრე არც იყო ამის საჭიროება, მაგრამ ახლა საბაღე ასაკის 12 ბავშვია, უფრო პატარებიც არიან და რამდენიმეს დაბადებასაც ველით. თითო ოჯახს სამი შვილი მაინც ჰყავს. ბაღის გახსნასაც დაგვპირდნენ და იმედია, გვექნება“, - ამბობს ფიქრია და მაღალმთიანი სოფლის სხვა პრობლემებზეც საუბრობს.  

მისი თქმით, სოფელ ყანობში არ არის არც მაღაზია, არც სამედიცინო დაწესებულება და ექიმი, რომლის გამოძახებაც მაცხოვრებლებს საჭიროების შემთხვევაში რაიონიდან უწევთ. არის გზის პრობლემებიც და უხვთოვლიან ზამთარში სოფელში გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელი ხდება.

„ვისაც მანქანა აქვს, მისთვის რთული არ არის გადაადგილება. ჩვენც, როცა გვჭირდება  ყაზბეგში მივდივართ, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს მანქანა? ბევრი ოჯახი ცხოვრობს უმანქანოდ.“ - ამბობს ახალგაზრდა მასწავლებელი.

ფიქრიას ერთი დღე დილით ადრიანად ბავშვების მოვლით და დაპურებით იწყება. მათი ასაკიდან გამომდინარე. რამდენიმე სახის სადილის გამზადება უწევს .შემდეგ თავის მოწესრიგება, რისთვისაც ძირითადად 15 წუთი რჩება და სასწრაფოდ სკოლაში გაკვეთილებზე მიდის. სკოლის შემდეგ კი მისი დრო მთლიანად ოჯახსა და ბავშვებს ეთმობა. 

კითხვაზე რამდენ ხანს აპირებს  სოფელში ცხოვრებას ახალგაზრდა მასწავლებელი ფიქრია პასუხობს: 

„ვიცი, რომ აქ ჯანმრთელები იზრდებიან ჩვენი შვილები: სუფთა ჰაერზე ცხოვრობენ, საქონელი გვყავს და ნატურალურ პროდუქტს ვაჭმევთ. თუმცა ბავშვების მომავალი მაფიქრებს? წესიერი განათლება ხომ უნდა მივცეთ შვილებს? სკოლის გარდა რამეზე ხომ უნდა ვატაროთ? ყაზბეგში კი არის კულტურის სახლი, მაგრამ ყოველთვის, მითუმეტეს ზამთარში, თოვლს რომ დადებს და მოყინავს, ძალიან რთულია კვირაში რამდენჯერმე ყაზბეგში სიარული...სპორტზე, ცეკვაზე, სხვადასხვა წრეებზე ტარება რომ დასჭირდებათ, მერე ალბათ ისევ  ქალაქისკენ წამოვალთ“.


წყარო: mtisambebi.ge

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

რეგისტრაცია 1-ელი აპრილიდან დაიწყება - გამოცდის საფასური და ტესტის ნიმუშები ცნობილია 

ნეონაცისტი არასრულწლოვნები ხელკეტებითა და ე.წ. კასტეტებით, ძალადობდნენ სამიზნე ობიექტებზე - შსს დეტალებზე

„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია

ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

სკოლები

ნახატების გამოფენა სახელწოდებით - „გაზაფხული შემოსულა ლენ“, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებასა და დედის დღეს მიეძღვნა

საინტერესო

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება