სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაეცანით მერჯევის საჯარო სკოლის მასწავლებლის ირმა შაქარიშვილის სტატიას
20-11-2019
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსმა მასწავლებელმა ირმა შაქარიშვილმა მოამზადა სტატია თემაზე - „მოსწავლეთა  აზროვნების  განვითარება  ინტერაქტიული  მეთოდებით  ქართული  ენის  გაკვეთილებზე“.

იხილეთ სტატია:

„ამჟამად  საქართველოს  სკოლები  ახალი  საგანმანეთლებლო  სტანდარტების  შესაბამისად  მუშაობენ,  რაც  თანამედროვე  სტანდარტების  ახალ  ხედვას  ითვალისწინებს-აღზარდოს  პიროვნება,რომელსაც  შეუძლია  გამოიყენოს  შეძენილი  ცოდნა  არა  მხოლოდ  სასწავლო  დისციპლინის   კონტექსტში,  არამედ  ცხოვრებისეულ  სიტუაციებსი  შეუძლია  გაართვას  თავი  სამუშაოებს,  განიახლოს  ცოდნა  მისთვის  სასურველ  სფეროში.

განათლების  ასეთი  გაგება  ნიშნავს ,ის  ხდება  პიროვნებაზე, ითვალისწინებს  მის  ინტერესებსა  და  შესაძლებლობებს

თითოეულსაგანს  თავისი  წვლილი  შეაქვს  ამ  პროცესში  , რომელიც   განპირობებულია, როგორც  ამა  თუ  იმ  მეცნიერების,ისე  უშუალოდ  სასკოლო  საგნის  სფეციფიკურობით,  შინაარსობრივი  ხასიათითა  და  მისი  შესწავლის  მეთოდებით  აღნიშნული  პრიორიტეტების   გათვალისწინებით  მეორე  კლასის „ ქართული  ენა  მხოლოდ  ერთ-ერთი  საგანი  კი  არ  არის,  არამედ  სხვა  საგნებისაგან  განსხვავებით  სწავლების   ენაა.“.

თანამედროვე  პედაგოგიკაში  სულ  უფრო  მეტ  ადგილს  იკავებს  დემოკრატიული  ,მოსწავლეზე  ორიენტირებული  სწავლების  პრინციპები,რომლის  დროსაც  მოსწავლე  და  მასწავლებელი  თანამშრომლობენ  ერთმანეთთან.  ამ  მეთოდების  საშუალებით  ხდება  ბავშვის  ინტელექტუალური  და  შემოქმედებითი  ძალების  ინტენსიური  განვითარება.  ამ  მეთოდებით  ვაღწევთ  იმას  ,რომ  მოსწავლე  მასწავლებლისაგან  მზამზარეულ  ცოდნას  კი  არ  იღებს,  არამედ  ძიების,  კვლევის,  დაკვირვების  გზით  ეუფლება  ცოდნას.

მართლაც სწავლების ასეთი მეთოდები  ხელს უწყობს მოსწავლეთა მეტ განვითარებას, გამოცდილებას. სწავლების არსი ასეთია:  გაკვეთილზე  მოსწავლეებს  შორის  იმართება  დისკუსია, რომელშიც ყველა ბავშვი ღებულობს  მონაწილეობას.  ბავშვთა  ნაწილი  აქტიურია, ნაწილი კი ნაკლებათ  მონაწილეობს შედეგი კი დიდია.

ქართული ენის გაკვეთილის შინაარსი უკავშირდება ბავშვის პირად გამოცდილებას.

სწავლების მოტივაცია არის უფრო პიროვნული, შინაგანი ვიდრე გარეგანი. ბავშვი სწავლობს არა დაზეპირებით, არამედ აღმოჩენების  გზით. მოსწავლე სწავლობს  საკუთარი აქტივობით, დაკვირვებით,  პრაქტიკული შრომით, საზოგადოებრივი საქმიანობით, საველე  მუშაობით, ბუნებაზე დაკვირვებით.

ხშირად  გაკვეთილს  ვიწყებთ  მოთელვით. მუშაობს  წყვილი  და  ჯგუფები,  სადაც  მოსწავლეები თვითონ აქმევენ  ჯგუფს სახელს,  ირჩევენ  ჯგუფის  ლიდერს, მუშაობენ  მონდომებით  ცდილობენ  დაიმსახურონ  შექება  მეგობრებისა  და  მასწავლებლისაგან.  წყვილებს  შორის  მუშაობის  დროს  უზიარებენ  ერთმანეთს  აზრს. 

ხშირად  ვატარებთ ისეთ გაკვეთილებს, როდესაც გვაქვს ლექსი ასახსნელი. ვწერ ცალ-ცალკე სტრიქონებად  და  ვაძლევ  ჯგუფებს  დავალებას;  წაიკითხონ ცალკეული  სტრიქონი, დაალაგონ  და  წარმოადგინონ  ნამუშევრები. ბოლოს იმართება  დისკუსია,  რომელიც  ინტერაქტიული მეთოდის  ერთ-ერთ  ხერხს  წარმოადგენს და იგი ხელს უწყობს ისეთი  უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებას, როგორიცაა  აქტიური  მოსმენა, აზრის გამოთქმა, მსჯელობა, განსხვავებული  აზრის განვითარების  უნარი.

დისკუსიის  წარმატებით  ჩატარებისათვის  საჭიროა: კლასში იყოს  ნდობისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო, სადაც უპირველეს  ყოვლისა  მასწავლებელი უნდა იყოს მისაბაძი მაგალითი. დისკუსიის  მონაწილეებმა  წინასწარ იციან, რომ ერთი როცა  ლაპარაკობს,  სხვები  უსმენენ,  თუ  ვინმეს   სურს  აზრის  გამოთქმა  არ  უნდა დაიყვიროს, აუცილებელია  ხელის აწევა, კამათში  ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ასეთი მეთოდების ყველა  დღეს  გამოყენებით, ჩემი აზრით მივაღწევთ  მიზანს,  რომელიც კვალად დააჩნდება  ჩვეენს  მოსწავლეებს. ჩვენ  ძალ-ღონეს  არ  დავიშურებთ,  რათა  სწავლა  წავრმართოთ  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  გათვალისწინებით“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

სკოლებს ახალი უფლებამოსილება მიენიჭათ - მინისტრის ბრძანება ძალაშია

12 ახალი კადრის მისაღებად კონკურსი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოაცხადა - ვადები და დეტალები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება