სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვეთანხმები მიდგომას, რომ სკოლა უნდა გაახალგაზრდავდეს“ - მასწავლებელი, რომელმაც სტატუსი აიმაღლა
20-11-2019
-
+


ანა ანდრიაშვილი ყვარლის N1 და N2 საჯარო სკოლებში ხელოვნებას ასწავლის. მას პედაგოგად მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება აქვს. წელს საკვალიფიკაციო გამოცდაზე კომპეტენცია დაადასტურა, აიმაღლა სტატუსი – უფროსი მასწავლებელი გახდა და გაზრდილი ანაზღაურებაც მიიღო.

მისი თქმით, მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელმაც ბავშვებს ცოდნის მიღების სურვილი უნდა აღუძრას, იგი გზამკვლევია, რომელმაც მიმართულება უნდა მისცეს და სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა შეუქმნას.

„პროფესია ბავშვობიდანვე შევარჩიე. მომწონს მასწავლებლობა, მიყვარს ჩემი საგანი, ჩემთვის ძალიან ახლობელია, ვქარგავ, ვქსოვ და ა. შ. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ სკოლაში ხელოვნება არ იყოს მეორეხარისხოვანი საგანი, პირიქით, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტულიც კი. ხელოვნება ყველა ბავშვს უყვარს, მათ ძალიან მოსწონთ ხატვა, გაფერადება, ფერადი ქაღალდების გამოჭრა, დაწებება, აპლიკაციის შექმნა. ძალიან ცოტა ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს თანდაყოლილი სიყვარული გაუხანგრძლივდეს ბავშვს. მასწავლებელი არის ის ადამიანი, რომელმაც ბავშვებს ცოდნის მიღების სურვილი უნდა აღუძრას, იგი გზამკვლევია, რომელმაც მიმართულება უნდა მისცეს და სწავლის მიმართ პოზიტიური განწყობა შეუქმნას.

სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს ვიყენებ. ძალიან მუშაობს გაკვეთილის ჩატარება IST-ის გამოყენებით. არაჩვეულებრივი მასალები არსებობს ინტერნეტ სივრცეში, რომელთა მოძიება/გამოყენებასაც ვასწავლი ბავშვებს. მთავარია, მასწავლებელმა ასაკის შესაბამისად სწორად მიაწოდოს მოსწავლეებს ინფორმაცია, ისინი კი მზად არიან ყველაფერი მიიღონ და შეითვისონ. კეთებით სწავლა ყველა ბავშვს მოსწონს. თავიანთი შრომის შედეგის ნახვა ძალიან აბედნიერებთ. შექმნის პროცესიც თავისთავად მათთვის ძალიან საინტერესოა. უდიდეს ყურადღებას ვაქცევ დიფერენცირებულ მიდგომას. როგორც კი შევამჩნევ, რომ ბავშვი რაღაც დისკომფორტს გრძნობს, შედეგზე ვერ გადის, ვცდილობ მისი ძლიერი მხარეები წამოვწიო. საშინაო დავალებებსაც ამ პრინციპით ვურჩევ, მისი სურვილისა და ინტერესის შესაბამისად. ხელოვნება ინტერდისციპლინური საგანია. ამ თემას ვააქტიურებ და ჩემს მოსწავლეებს ვეუბნები ხოლმე, რომ ხელოვნება შეგხვდებათ ყველა საგანში, ისევე როგორც სხვა საგნების ცოდნა გამოგადგებათ ხელოვნებაში.

პერიოდულად სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ სკოლაში. მაგალითად, ჩავატარეთ პროექტი „თანამედროვე აქსესუარების შექმნა გლადითა და ჯვრული ნაქარგებით.“ მოსწავლეებმა კეთების პროცესში აღმოაჩინეს, რომ კარგად გამოსდით ის საქმე, რომელიც მანამდე საერთოდ არ იცოდნენ. მოვიძიეთ ძველი ქართული ორნამენტები, რომლითაც გაფორმებულია ქართული სამოსელი, გამოვიყენეთ ძველი ფერები, გავათანამედროვეთ, გავალამაზეთ. ეს არ იყო მხოლოდ კეთება, ამაზე ვსაუბრობდით, განვიხილავდით. მოვაწყვეთ მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენებიც. ზოგიერთმა ბავშვმა შესაბამის პროფესიულ პროგრამაზეც გადაწყვიტა ჩაბარება. მე კი ამაყად ვგრძნობდი თავს, რომ მათ საყვარელი საქმე აღმოვაჩენინე. სამწუხაროა, რომ ხელსაქმე ტექნოლოგიურ სამყაროში დავიწყებას ეძლევა, თუმცა ყველანაირად ვცდილობ, შევაყვარო ბავშვებს და ეს ცოდნა თაობებს გადავცე. გვქონდა ასევე პროექტი რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილის შესახებ, რომელიც ყვარლელი იყო და რომლის შემოქმედება ამ პროექტის წყალობით ყველა ბავშვმა გაიცნო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეფორმებს თვალყურს ვადევნებ. მომწონს და ვეთანხმები იმ მიდგომას, რომ სკოლა უნდა გაახალგაზრდავდეს. სტუდენტებს, რომლებმაც ახლახან დაასრულეს უნივერსიტეტი, შესაძლებლობა უნდა შევუქმნათ, რომ სკოლაში შემოვიდნენ და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. ისინი ახალგაზრდული ენერგიით იშრომებენ და პოზიტიურ გარემოს შემოიტანენ საგანმანათლებლო სივრცეში. საპენსიო ასაკის პედაგოგებსაც მიეცათ არჩევანის შესაძლებლობა, დარჩენილიყვნენ სისტემაში და მეტად ეზრუნათ თვითგანვითარებაზე. გამოცდილი პედაგოგების ყოფნა სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, მათთან თანამშრომლობისა და მათი უზარმაზარი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის შეცვლამ ჩემ გარშემო ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას გაუჩინა ძალიან დიდი მოტივაცია, თვითგანვითარების სურვილი აღუძრა, საკვალიფიკაციო გამოცდაზეც გავიდნენ და სისტემაში შემოსვლა გადაწყვიტეს. ეს ძალიან პოზიტიურია ამბავია. ჩვენს მოსწავლეებს ისეთი პედაგოგები სჭირდებათ, რომლებიც ურთიერთგაგების პრინციპებზე დააფუძნებენ მათთან ურთიერთობას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს გამოიყენებენ სწავლებაში, თვითგანვითარებაზე იქნებიან ორიენტირებულნი. ამგვარი ენერგია ახალგაზრდებში არსებობს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ასეთი მასწავლებლები საგნის მიმართაც დადებითად განაწყობენ ბავშვებს და იმ ცოდნას მისცემენ, რომელიც ტექნოლოგიური რევოლუციის სამყაროში ძალიან გამოადგებათ", - აღნიშნავს ანა ანდრიაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი -  2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის

აბიტურიენტებისთვის კიდევ სამი გამოცდის ქულა გამოქვეყნდა

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

სტრუქტურული ცვლილებები განათლების სამინისტროში - ვალდებულებები და კომპეტენციები გაიწერა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

სკოლები

„მადლობას ვუხდით სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, თანამშრომლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ერთობლივი შრომისა და მხარდაჭერისთვის“

 

 

 

 

„უღრმესი მადლობა ბ.თამაზ უდიდესი ყურადღების, პატივისცემის, მხარდაჭერის და ხელშეწყობისთვის“

სკოლაში ახარებთ ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით გადალახვა და სასიამოვნო სიახლეს მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება