სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა ვალდებულებები ეკისრება მაძიებელ მასწავლებელს მას შემდეგ, რაც სკოლაში დასაქმდება?
22-12-2019
-
+


მაძიებელ მასწავლებელს სკოლაში მუშაობის დაწყების შემდეგ გარკვეული ვალდებულებები ეკისრება, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს.  

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლობის მაძიებელი წარმატებით ვერ გაივლის მაძიებლობის პერიოდს, სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება უწყდება.

პირი, რომელიც სკოლაში მაძიებლის სტატუსით შედის, ვალდებულია: 

  •  საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში,  შეარჩიოს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის მისთვის სასურველი პერიოდი და გრაფიკი;
  • 2 წლის განმავლობაში გაიაროს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა. 

ცნობისთვის, მასწავლებლობის მაძიებელია პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებიდან გამომდინარე, არაუმეტეს 2 წლისა დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კანონის მიხედვით, მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა ასევე პირი, რომელიც 2018−2019 სასწავლო წლის დასაწყისისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართული არ იყო.

ამასთან, 2023 წლამდე მასწავლებლობის მაძიებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მას არ მოეთხოვება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხის ფლობა, ასევე, სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირი.

იხილეთ ასევე:

რა პროცედურები უნდა გაიაროს მასწავლებლობის მაძიებელმა სკოლაში დასაქმებამდე?! - განათლების მინისტრის ბრძანება

რას გულისხმობს მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა?! - დეტალები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

როდის დაიწყება მასწავლებელთა საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია? - NAEC -ის პასუხი აპლიკანტებს 

საიმიჯო ვიდეორგოლში აქცენტი სასკოლო ფორმასა და ტელეფონის გამოყენების ახალ წესზე უნდა გაკეთდეს - დეტალები 

გვიყვარხარ პატრიარქო! - IZRUNE.GE-ს მაღალტექნოლოგიური სახალხო საქველმოქმედო აქცია 

ავტორიზაციის საბჭო სასწავლებლებისთვის სტუდენტთა რაოდენობის გაზრდასა და მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელებს - დეტალები

იცვლება თუ არა საჯარო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი და პროცედურები - საბჭოს წევრები დეტალურ ინფორმაციას გაეცნენ

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები

გამარჯვებული გუნდები შემდეგ ეტაპზე იასაპარეზებენ

ქართულის, ინგლისურისა და რუსული ენების პედაგოგების წინააღმდეგ ითამაშეს ნია ანთიძის და იოანე დოლიძის გუნდებმა

 

სკოლის დირექციამ და პედაგოგიურმა კოლექტივმა განსაკუთრებული სითბოთი და სიხარულით მიულოცეს მას ეს მნიშვნელოვანი მიღწევები

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დედის როლს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში“

საინტერესო

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება