სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა არ უნდა ჩაიცვათ 2017 წლის გამოსაშვებ საღამოზე - რჩევები CO.MODE-ის დიზაინერ ნინო უგრეხელიძისგან
24-05-2017
-
+


ახლოვდება სკოლის გამოსაშვები საღამოები და იწყება ფიქრი, თუ რა ჩაიცვან მოსწავლეებმა ''ბანკეტზე''. 

Etaloni.ge აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბრენდ CO.MODE-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ და დიზაინერ ნინო უგრეხელიძეს ეწვია. 

როგორც თავად აღნიშნავს, წელს მოდაში პასტელური ფერებია: 

„დიზაინერები წლიდან წლამდე შრომობენ, რომ ტენდენციური ფერები, ფორმები და სილუეტები შექმნან. წელს მოდაშია პასტელური ფერები. ჩვენს მაღაზიაშიც აღნიშნული ფერები დომინირებს. ‘’


მოდაშია თუ არა, წელს ბრჭყვიალა კაბები?

CO.MODE იყენებს წელს ბრჭყვიალა ფერებს, რითაც ვაფორმებთ კაბებს. კაბა შეიძლება იყოს სადა, მაგრამ სხვადასხვა ფერითა და სიბრჭყვიალით უკვე ''გამოსასვლელს'' ვხდით. ვცდილობთ, კაბა არ იყოს ძალიან გამოპრანჭული და ამ სისადავისთვის ვქმნით ელემენტებს, როგორებიცაა მაქმანები, ბისერები.

რას ურჩევთ მოსწავლეებს, რა ჩაიცვან ''ბანკეტზე''? 

როდესაც ჩვენთან მოდიან საბანკეტო კაბებზე, მოსწავლეებს აუცილებლად ვეუბნებით, რომ პირველ რიგში, თავს უნდა გრძნობდნენ კომფორტულად. ხშირ შემთხვევაში იკერავენ კაბებს, რომლებიც ერთი შეხედვით, ძალიან ეფექტურია, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში არაკომფორტული. ასევე, აუცილებლად ვითვალისწინებთ, ადამიანს თუ რა ფერი უხდება.

რაც შეეხება იმას თუ რა არის წელს მოდაში, წელს ტრენდულია მაქსიმალურად თავისუფალი სტილი, ზურგ ამოღებული და წინ დახურული კაბები. შეიძლება რაღაც კონკრეტული იყოს მოდაში, მაგრამ ეს არ იყოს მათი სტილი. ჩვენს კლიენტებს ყოველთვის ვურჩევთ რომ, ჩაიცვან ნებისმიერი ფერის სამოსი, ოღონდ, რაც მთავარია, სწორი შეხამებით. 

 

რა არ უნდა ჩაიცვან კატეგორიულად წელს მოსწავლეებმა გამოსაშვებ საღამოზე და რას იტყვით ფეხსაცმელზე? 

ბავშვებს ვურჩევ არ ჩაიცვან გრძელი ფუშფუშა კაბები, სასურველია, კაბა იყოს მუხლს ოდნავ ქვევით ან ზევით.  ფეხსაცმლები, სასურველია, იყოს 8-10 სმ.  ფეხსაცმლის ქუსლის ეს ზომა შედარებით კომფორტულია და ფეხსაც ლამაზად აჩენს.  


თქვენი აზრით, დაახლოებით რა თანხაა საჭირო, რომ მოსწავლე გამოსაშვებ საღამოზე მოდურად გამოიყურებოდეს? 

თანხებს რაც შეეხება, მაღაზიაში ახლაც გვაქვს საბანკეტო კაბები, 165 ლარიდან - 400 ლარამდე. მაგრამ თუ, რა თქმა უნდა, ხელნაკეთი კაბები სურთ, ეს უფრო ართულებს კაბის შექმნას და ამ შემთხვევაში ფასიც უფრო ძვირდება. საშუალოდ ''ბანკეტისთვის'' 250 ლარის ფარგლებში შეიძლება სასურველი კაბის შეკერვა. 


დაახლოებით რამდენი დღით ადრე უნდა შეუკვეთონ კაბები? 

კაბის შეკერვას ამ პერიოდში (''საბანკეტო'' პერიოდში) დაახლოებით 5 დღე სჭირდება.

იხილეთ გამოსაშვები საღამოს კაბები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება