სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში „ნორჩი ისტორიკოსების“ უფასო წრე გაიხსნა
06-11-2019
-
+


აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში „ნორჩი ისტორიკოსების“ უფასო წრე გაიხსნა. 

საწრეო მუშაობა მიზნად ისახავს ისტორიული დროის გაგებასა და ეპოქის განცდას. ისტორიული რუკების, ვიზუალური წყაროების (პლაკატი, ფოტო, ნახატი, კარიკატურა, და ა.შ.) ანალიზის უნარს. ამასთანავე, მოსწავლეს უვითარებს ისტორიის საჭირო უნარებს.

უფასო წრე 2019 წლის 21-ოქტომბრიდან 2019 წლის 31 - დეკემბრამდე, კვირაში სამჯერ იმუშავებს. 

წრეს ისტორიის მასწავლებელი ქალბატონი ხათუნა ხარჩილავა ხელმძღვანელობს. 

ხათუნა ხარჩილავა წრის დანიშნულებაზე საუბრობს და თანამედროვე პედაგოგის როლს განმარტავს. 

„მასწავლებლობა არის პროფესია, რომელიც მათგან თავიანთ სასწავლო საგანთან ყოველდღიურ კავშირს მოითხოვს, რაც, თავის მხრივ, ავალდებულებს პედაგოგებს, მუდმივად ახსოვდეთ საკუთარი პროფესიის ფუნდამენტური საკითხები და სისტემატურად სიახლეების საქმის კურსში იყვნენ. ცნობილი ჭეშმარიტებაა: საუკეთესო სწავლა სწავლებაა. მოზარდების სწავლებისას მასწავლებლები თავადაც ხშირად ვიძენთ ინოვაციურ ცოდნას და ვვითარდებით პროფესიული თვალსაზრისით. სწავლება გვაძლევს რეალურ შანსს, ვიყოთ კრეატიულები და გამომგონებლები, ყოველდღიურად შევქმნათ რაიმე ღირებული და გავაკეთოთ ინოვაციური აღმოჩენა. სწავლება ახალ თაობებთან გვაკავშირებს, გვაცნობს რა ჩვენი ქვეყნის ყოველ მომდევნო თაობას, დაგვაფიქრებს მთელი მსოფლიოს ახალ თაობებზე. ჩვენს თვალწინ თაობები ტალღებივით მიედინება. ამიტომ ყოველთვის იქ ვართ, სადაც ინოვაციები ყველაზე მძაფრად მიმდინარეობს და ამ სიახლეების შემოქმედებიც ვხდებით. მასწავლებლები მუდმივად ახალგაზრდად გრძნობენ თავს, ისინი არასოდეს „ბერდებიან“, რადგან არ იტანჯებიან. პედაგოგებს გვაქვს ყველაზე რეალური შანსი, საზოგადოება უკეთესობისაკენ შევცვალოთ; წარმატებული სასწავლო პროცესისგან მასწავლებელი იღებს კმაყოფილების სრულყოფილ გრძნობას, რომელიც ხშირად მეორდება და დადებითი ემოციებით მუხტავს მას. რაზეც არ უნდა საუბრობდეს პედაგოგი, მთავარი ყოველთვის
არის ის, რასაც უყურებს - მისკენ მიმართული მოსწავლეების სახეები. სწავლება ისტორიის მონაწილეებად გვხდის, მასწავლებლების ხელში „გაივლის“ და მოსწავლეებს „გადაეცემათ“ ის ცოდნა, რომელსაც კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში აგროვებდა და ეს პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება მომავალ ათასწლეულებშიც. განმანათლებლობა ყველაზე შემოქმედებითი პროფესიაა, რადგანაც თითოეული მოსწავლე განუსაზღვრელი პოტენციალის მქონე გამოცანაა, რომელიც პედაგოგმა უნდა გამოიცნოს და მოძებნოს სწავლების მისთვის საუკეთესო სტილი. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ის დიდი გავლენა, რომელიც მასწავლებლებს ჰქონდათ, აქვთ და მომავალშიც ექნებათ როგორც საზოგადოების საპატიო წევრებს“,-აღნიშნავს პედაგოგი. 

მსურველებმა განაცხადის შესავსებად მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება