სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში ქართულის მასწავლებლის ინგა ვახანიას მიერ საინტერესო შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა
05-11-2019
-
+


აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის VIბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინგა ვახანიას მიერ საინტერესო შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა.

„მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს VIბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ინგა ვახანიას მიერ უაღრესად საინტერესო შიდა დაკვირვების გაკვეთილი ჩატარდა. როგორც ყოველთვის, თავისი შემოქმედებითი უნარითა და პროფესიონალიზმით, კიდევ ერთხელ გაგვაოცა ქალბატონმა ინგამ.

აი, ამგვარად აფასებენ და აჯამებენ გაკვეთილს სკოლის დირექტორი ლუიზა შონია და ფასილიტატორი  ირა ლაგვილავა: საგაკვეთილო თემა იყო ფრიად აქტუალური, რაც აუცილებლობას წარმოადგენს მომავალი თაობისათვის, რადგან აქტიური მოქალაქის როლი იყო და ყოველთვის იქნება საზოგადოების წინსვლის საფუძველი. მოსწავლეებმა შეძლეს იმ შედეგების მიღწევა, რომელიც გაკვეთილის მიზნით იყო გათვალისწინებული. მასწავლებელმა მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს კონკურენტუნარიანი გარემო შეუქმნა და შესთავაზა ამგვარი აქტივობაც, თუ ვის სურდა წარმოსახვით ემოგზაურა საჰაერო ბურთით. ვფიქრობთ, ყველა აქტივობა იყო გაკვეთილის მიზანთან შესაბამისობაში და შედეგზე ორიენტირებული. მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი საქმიანობას, აქტიურად იყვნენ ჩართულები კითხვა-პასუხის რეჟიმსა და ჯგუფური მუშაობის პროცესში. ქალბატონმა ინგამ საგაკვეთილო დრო გამოიყენა სრულად. გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიგვაჩნია, რომ პედაგოგი გავიდა გაკვეთილის მიზნით განსაზღვრულ შედეგზე. ძალიან მაღალი იყო მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. მასწავლებელი ყველა მოსწავლეს მიუდგა ინდივიდუალურად და შეეცადა თითოეულს მაქსიმალურად წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები. წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ინგა ვახანიას კარიერულ წინსვლაში!

ინგა ვახანია: ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როცა მოსწავლის გამომეტყველებით ვგრძნობ, რომ იგი ჩასწვდა აზრს, რომლის გადაცემაც მსურდა. ამ დროს მისი მზერა სავსეა არა მარტო კმაყოფილებით საკუთარი თავის მიმართ, არამედ ბედნიერებითაც. თანამედროვე მასწავლებლებს გვაქვს უნიკალური პოტენციალი, აღსაზრდელების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ; როცა შემსწავლელის ცხოვრებას ცოტათი უფრო ბედნიერს ხდი, შენც ცოტათი უფრო ბედნიერი ხდები, რადგან მოსწავლის დადებითი ემოციები მყისიერად აისახება პედაგოგის განწყობილებაზეც. მასწავლებელს რთული სამუშაოს შესრულება უწევს მრავალფეროვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, მაგრამ ჯილდო ის დიდი მიღწევაა, როცა მოსწავლეები იწყებენ გაცნობიერებას, რომ მათი უიმედო განწყობილება არ იყო მართებული და მანამდე დაუძლეველი საკითხების დაძლევას ახერხებენ. ეს უზარმაზარ კმაყოფილებას ანიჭებს როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლესაც. ასეთი კატეგორიის მოსწავლეების მიერ გაკეთებული ,,აღმოჩენა": სწავლა და გაგება შესაძლებელია - ყველაზე მნიშვნელოვანია.

საკლასო ოთახის კარი ყველასათვის ღიაა, ხოლო ინგა ვახანია კაცობრიობის ამ საუკეთესო ნაწილის პორტალთან მუდამ იმ რწმენით დგას, რომ თითოეულ მოსწავლეში არის საოცარი ძალა და მას ნამდვილად შეუძლია გახდეს წარმატებული ადამიანი“,-ნათქვამია აფხაზეთის N1 საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება