| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესამე დღეა შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ტესტირებიდან, სულ ორი აპლიკანტი მოიხსნა. აღნიშნულის შესახებ etaloni.ge-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრში განუცხადეს.
რაც შეეხება მიზეზებს, საგამოცდო ცენტრის ცნობით, ერთი აპლიკანტი პროფესიული უნარების გამოცდიდან დამხმარე მასალის ე.წ. შპარგალკის შეტანის, ხოლო მეორე კი მობილური ტელეფონის შეტანის მცდელობის გამო მოხსნეს.
შეგახსნებთ, რომ დღეს, პრაქტიკოსი პედაგოგები და პროფესიაში შესვლის მსურველები ტესტირებას სამ საგანში აბარებენ. მათ საკუთარი კომპეტენციის დადასტურება დაწყებითი კლასების ქართულ ენას და ლიტერატურაში, მათემატიკაში და ბუნებისმეტყველებაში უწევთ. ნოემბერში ორგანიზებული მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
იხილეთ ასევე: მასწავლებელთა გამოცდაზე ერთმა აპლიკანტმა დააგვიანა, ერთი კი გამოცდიდან მოიხსნა - ტესტირების პირველი დღე
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
ეპიდემიოლოგი სიმპტომებზე საუბრობს
„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“
საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები
სკოლაში სხავადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა