სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ განათლებას მოგანდომებს“ - ზესტაფონი „ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენას ელოდება
30-10-2019
-
+



„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.

ღონისძიებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ელგუჯა კვეტენაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმისა და ახლგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მაია ხვედელიძე, ზესტაფონის რესურსცენტრის უფროსი კახა კუპატაძე, საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „ზესტაფონის ეტალონ მოსწავლეს“ ანა კახნიაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი მის მშობლიურ ზესტაფონის N2 საჯარო სკოლასაც გადაეცა.

როგორც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმისა და ახლგაზრდობის საქმეთა საქმეთა სამსახურის უფროსმა მაია ხვედელიძემ განაცხადა, პირველ ადგილზე გასულ მოსწავლეს მერიისგან ერთჯერადად, ფულადი ჯილდო - 300 ლარი გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

ასევე იხილეთ:

ზესტაფონის მოსწავლეთა საყურადღებოდ

ზესტაფონის „ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია ცნობილია

„წელს შესარჩევი ტური ელექტრონულად ჩავატარეთ, რაც უფრო კომფორტული აღმოჩნდა ბავშვებისთვის“ - ზესტაფონი ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება