სიახლეები
ეტალონი

„წელს შესარჩევი ტური ელექტრონულად ჩავატარეთ, რაც უფრო კომფორტული აღმოჩნდა ბავშვებისთვის“ - ზესტაფონი ინტელექტ-ჩემპიონატის II ტურისთვის ემზადება
09-10-2019
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 8 ოქტომბერს  საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 30 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად, კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახაბერ კუპატაძე:

„ეტალონი“ საგანმანათლებლო სივრცეში, არის საშუალება, გამოავლინონ მოსწავლეებმა მრავალმხრივი უნარები და დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში. ეს არის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას ბავშვებში და უყალიბებს მათ იმ უნარებს, რაც შემდგომ საზოგადოებაში დასამკვიდრებლად გამოადგებათ. მჯობნის მჯობნი ვინ დალია, ჩვენც გვყავს ისეთი რესურსის მატარებელი ბავშვები, რომლებიც შესაძლოა, პირველ რიგებში აღმოჩნდნენ, სხვასაც ეყოლება ასეთები და მე მივესალმები, ნებისმიერ იმ მოსწავლეს, რომელიც ლიდერის პოზიციას დაიმკვიდრებს. არ დაიჩემოს რომელიმე რეგიონმა, რომ „ეტალონის“ ის მოტივაცია, რომელმაც შეძლო ამდენ ხანს აცოცხლოს ეს პროექტი, მისი დამსახურებაა. არამხოლოდ ცოცხლობს, კიდევ მეტად ვრცელდება და ფართოვდება, დღითიდღე ხელმისაწვდომი ხდება ყველასათვის, ვისაც ცოდნის მიღება უნდა, რაც არის თვითონ პროექტისა და მისი ორგანიზატორების დამსახურება. ერთია მხოლოდ, რასაც ვისურვებდი, გვინდა, რომ „ეტალონი“ კვლავაც ტელესივრცეში ვიხილოთ.

ზესტაფონის მერიის წარმომადგენელი მაია ხვედელიძე:

„ეტალონი“ მიზნად ისახავს ჩვენი მოსწავლე-ახალგაზდრობის მასობრივ დაინტერესებას, ხელს უწობს ცოდნის პოპულარიზაციას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და წახალისებას. ჩვენი მუნიციპალიტეტი თავიდანვე ჩართული იყო პროექტში და ახლაც ვაგრძელებთ. ძალიან კარგია, რომ პირადად გადიან რეგიონებში პროექტის ორგანიზატორები, რადგან ყველა სკოლა, თავისი წარმომადგენლებით, აქტიურად უსმენს მათ და შესაბამისად, აქტიურადაც ერთვებიან. მივესალმები პროექტის ასე ორგანიზებულად ჩატარებას“.

ზესტაფონის მერიის წარმომადგენელი თამარ ლურსმანაშვილი:

„წელს მთლიანად სკოლებმა აიღეს თავზე პასუხისმგებლობა, არც რესურსცენტრი და არც მუნიციპალური განათლების სამსახური არ ჩავრეულვართ პროექტის უშუალო მიმდინარეობის პროცესში. თუმცა,  დარწმუნებული ვართ, რომ შიდა სასკოლო ტურები გამჭვირვალედ და კარგად ჩატარდა. „ეტალონს“, ჩემი აზრით, არა მხოლოდ საქართველოში, მთელს ევროპაში ანალოგი არ აქვს, ეს არის საგანმანათლებლო სივრცეში ერთადერთი  პროექტი, რომელიც აძლევს ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას თავის წარმოჩენის საშუალებას, ახდენს მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. პროექტი ასევე ეხმარება მოზარდებს ისეთ რთულ პერიოდში, როდესაც ასაკობრივი თავისებურებები იჩენს ხოლმე თავს. ეს არის მათთვის წამახალისებელი მნიშვნელობის პროექტი, იმისათვის რომ საზოგადოებაში დასამკვიდრებლად პირველი ნაბიჯები გადადგან. ჩვენი მოსწავლეები ამ ყველაფერს წარმატებით ართმევენ თავს“.

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა ღონღაძე:

„დიდი მონდომებით და საკმაოდ მაღალი აქტივობით ჩაიარა გუშინდელმა პირველმა ეტაპმა. გამოვლინდა წარმატებული მოსწავლეც, რომელმაც საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. გვინდა წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს, პირველობა არავის დავუთმოთ, მოვემზადებით და ვიბრძოლებთ ამისათვის. ნებისმიერ პროექტს, რომელიც მოსწავლის ინტელექტის ამაღლებას ხელს უწყობს, მივესალმები და მხარში ვუდგავარ. ამიტომაცაა, რომ „ეტალონთან“ და izrune.ge-სთან ვთანამშრომლობთ“.

ზესტაფონის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გელა მშვენიერაძე:

„ბავშვებმა პირველ ტურში ჩვენი იმედები გაამართლეს, მაღალი ქულები მიიღეს და ველოდებით, რომ შემდეგ ტურებზეც თავს ისახელებენ. პროექტში დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი და წარმატების იმედიც გვაქვს“.  

მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა წიგნაძე:

„ეტალონი“ მოსწავლეების ასაკობრივ-საგნობრივ კომპეტენციებზე გათვლილი პროექტია, რომელიც მომავალი თაობის ინტელექტუალურ განვითარებას ისახავს მიზნად. ბავშვები დიდი ხალისით ჩაერთნენ პროექტში და შესაბამისად, მოლოდინებიც მაღალია“.

მეორე სვირის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა ლოჩოშვილი:

„კმაყოფილი ვართ შედეგებით, ბავშვებიც კმაყოფილები დარჩნენ, თუმცა თქვეს, რომ ახლა უფრო ვიცით, რაში შევცდით და სად მეტი გვჭირდებაო, მთლად კმაყოფილიც არ დარჩნენ. მოგვეწონა ის, რომ წელს შესარჩევი ტური ელექტრონულად ჩატარდა, რაც უფრო კომფორტული აღმოჩნდა ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი პროექტია „ეტალონი“, რაც ყველა საკითხს მოიცავს და მე ვფიქრობ, კიდევ დიდხანს გაგრძელდება ჩვენი ბავშვების ამ პროექტთან ურთიერთობა“.  

წევის საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი ცქიტიშვილი:

„პროექტს ძალიან დადებითად ვაფასებ, ძალიან კმაყოფილი არიან ჩვენი მოსწავლეებიც და აქტიურად არიან ჩართული. პირველ ეტაპზე კარგი შედეგები დადეს ბავშვებმა და ვნახოთ, თუ გადავლენ მეორე ტურში. ერთი-ორი ბავშვი ნამდვილად გადავა“.

წევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზევინარ ფერაძე:

„შედეგები ცუდი არა გვაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთესი გვინდოდა. ბავშვები მეტად მოტივირებულები გახდნენ ამ პროექტის დამსახურებით, დღეს საუბრობდნენ და ერთმანეთთან განიხილავდნენ საკუთარ შედეგებს, ცოდნის შეფასებას ახდენენ“.

კლდეეთის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ონიანი:

„აბსოლუტურად დამოუკიდებლად იმუშავეს ბავშვებმა, თუმცა მაინც მეტს მოველოდი ჩემი მოსწავლეებისგან. ჩვენ არა ვართ მრავალრიცხოვანი სკოლა და ზედა საფეხურებზე კიდევ ნაკლები ბავშვი გვყავს, საბოლოო ჯამში არ გვქონდა ცუდი შედეგი“.

კლდეეთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა გელაშვილი:

„შედეგები ისეთმა მოსწავლეებმა დადეს, ვისგანაც ნაკლებად ველოდით, რამდენიმემ კი, ვისგანაც უკეთეს შედეგს ველოდებოდით, ცოტა იმედი გაგვიცრუა. ალბათ ღელავდნენ ბავშვები. თუმცა, მიხარია, რომ ამ პროქტში ზოგიერთი ბავშვის დაფარული უნარებიც აღმოვაჩინეთ. შეიძლება კარგად არ სწავლობენ, მაგრამ ინფორმაციის მიღების, ათვისების და შენახვა-გამოყენების უნარი აღმოვაჩინეთ მათში. ზოგადად, მოდუნებულია სიტუაცია და ასეთი კონკურსები აცოცხლებს, ახალისებს მეტ ინტერესს სძენს, სიახლის ათვისების საშუალებას აძლევს მოსწავლეებს“.

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერ ჩიხელიძე:

„ძალიან აქტიურად ჩაერთნენ ბავშვები პროექტში. რა თქმა უნდა, პირველი ეტაპის შედეგებით კმაყოფილი ვარ. ველოდებით მეტ წარმატებას“.

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ფერაძე:

„ბავშვები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ პირველი ეტაპის შედეგებით. დიდი ენთუზიაზმით ელოდნენ 8 ოქტომბერს. ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, ჩვენი მოსწავლეები, რაც მთავარია, კმაყოფილი არიან, წელს ჩართულობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე შარშან,  კომპიუტერთან მუშაობა კი, უფრო სახალისო აღმოჩნდა ბავშვებისთვის, ვიდრე ამობეჭდილ ტესტებთან“.

იხილით ასევე:

ზესტაფონის მოსწავლეთა საყურადღებოდ

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
პროფესიული უნარების გამოცდის საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია
ტესტირებაში მონაწილოება ათასამდე მსურველმა მიიღო
პიროვნება
მე ვცდილობ გავიგო ჩემი თითოეული მოსწავლის უნიკალური გამოცდილება, შესაძლებლობები და სწავლის სტილი
სკოლები
საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე
ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა
სკოლაში მოსწავლეთა მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელმაც მნახველთა დიდი მოწონება დაიმსახურა
მუზეუმში მოსწავლეები სახელმწიფოს ისტორიას გაეცნენ, დაათვალიერეს დაცული ექსპონატები და მიიღეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მოსწავლეები დაესწრნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 გუნდი ეჯიბრებოდა
16 აპრილს „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატს ხონმა უმასპინძლა
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი ამჯერად ხონში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხობის 23 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ხობის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 23 გუნდი ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება