სიახლეები
ეტალონი

„ეტალონის“ ონლაინ ტესტირება ძალიან მოსახერხებელი იყო“ - ხონში ინტელექტ-ჩემპიონატის I ტური ჩატარდა
25-10-2019
-
+


ხონის მუნიციპალიტეტში, 22 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 27 ნოემბერს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა:

ხონის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ქობალია:„ეტალონის“ ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მასში ხონის მუნიციპალიტეტის 25-ვე სკოლა იყო ჩართული. მოსწავლეებმა ტესტირების პროცესში მაქსიმალურად მიიღეს მონაწილეობა. ისინი ყოველ წელს აქტიურობენ, მაგრამ წელს გამორჩეულად იაქტიურეს.

„ეტალონი“-სგან ყოველთვის კარგი მოლოდინები გვაქვს. გვინდა ფინალში გავიდეთ და გავიმარჯვოთ. ბავშვები კმაყოფილები იყვნენ და ვნახოთ რა იქნება“.

ხონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მარიკა რუხაძე:

„ეტალონის“ შესარჩევი ტური უკვე მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ჩატარდა. პროცესმა ყველგან მშვიდად, ნორმალურ ვითარებაში, ჩაიარა. მოსწავლეთა აქტიურობა ძალიან კარგი იყო. ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც დებულების მიხედვით იყო გათვალისწინებული. მგონია, რომ მეორე ეტაპზე მოსწავლეებს კარგი შედეგი უნდა ჰქონდეთ, რადგან შესარჩევ ეტაპზე ნიჭიერი ბავშვები გამოვლინდნენ“.

კონტუათის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი სანოძე:

„შესარჩევმა ეტაპმა მშვენივრად ჩაიარა. რასაც ველოდებოდით, ყველაფერი ზუსტად ისე იყო. ტესტები საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, თუმცა ვინც იღებდა მონაწილეობას, ტესტირებას ყველა ხალისით შეხვდა. შემდეგი ეტაპისთვის ვცდილობთ, რომ კარგი შედეგი გვქონდეს“.

კონტუათის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მამუკა მენაბდე:

„ეტალონით“ ბავშვების დაინტერესება დიდი იყო. მაღალი ქულებიც დაფიქსირდა. ტექნიკური მხარე მოწესრიგებული იყო. ჩვენი სკოლა ცხრაკლასიანია. სულ ცხრა ბავშვი მონაწილეობდა და მათგან შემდეგ ტურში ორი მოსწავლე გავიდა. მთლიანობაში კმაყოფილები ვართ“.

პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი მანანა მიქაძე:

„ყველაფერმა ძალიან კარგად, მშვიდობიანად ჩაიარა. „ეტალონის“ ტესტირებას პერიოდულად ვატარებთ და ამჯერადაც მომზადებულები შევხვდით. სკოლაში მოსწავლეთა დიდი კონტიგენტი არ გვყავს და ყველას მიეცა საშუალება, ტესტირებაში მიეღო მონაწილეობა. სურვილი ვისაც ჰქონდა, ყველას მივეცით საშუალება, ტესტირებაში მიეღო მონაწილეობა.

მომდევნო ეტაპზე ერთი მერვეკლასელი გადავიდა. შევეცდებით კარგად ვამეცადინოთ და ვნახოთ რას იზამს“.

მათხოჯის საჯარო სკოლის დირექტორი ვლადიმერ საღარაძე:

„ტესტირების პროცესმა ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა. მოსწავლეების დაინტერესება მაღალი იყო. ტესტირებაში ოთხმა კლასმა მიიღო მონაწილეობა. ორმა მოსწავლემ 73-73 ქულა დაიმსახურეს და ვნახოთ, შემდეგში რა იქნება. ჩემს მოსწავლეებს წარმატებებს ვუსურვებ“.

მათხოჯის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნარგიზ ჩიქოვანი:

„ეტალონის“ შესარჩევმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. ბავშვები ძალიან მოტივირებული იყვენენ. უხაროდათ ტესტირებაში მონაწილეობის მიღება. სულ 23 მოსწავლე მონაწილეობდა. მეორე ეტაპზე თამაშს სამი მოსწავლე გააგრძელებს. კარგი ბავშვები არიან, 73-73 ქულა აიღეს და ვნახოთ, რა იქნება. წინასწარ თქმა მიჭირს “.

ივანდიდის საჯარო სკოლის დირექტორი ნატა ძიძიგური:

„ეტალონის“ ტესტირების შედეგებით კმაყოფილები ვართ. პროცესმა ობიექტურად ჩაიარა. სულ 24 ბავშვი მონაწილებდა და მათგან სამი მოსწავლე მეორე ტურში მართლაც ღირსეულად გადავიდა. მუნიციპალურ ეტაპზე მაღალ შედეგს ველოდებით. ვიბრძვით მოგებისთვის“.

ივანდიდის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა ჭავჭანიძე: 

„ტესტირების შედეგებით კმაყოფილი ვარ. მოსწავლეები ძალიან მონდომებულები იყვნენ. თავიდან თითქოს დაძაბულობა ჰქონდათ ტესტირებაზე რა შეხვდებოდათ. ბავშვები არიან და ღელავენ. რომ გამოდიოდნენ და კომენტარს აკეთებდნენ რა ქნეს, კმაყოფილები იყვნენ თუ არა, ამბობდნენ, რომ ძალიან დაძაბულები არ ყოფილან. როცა შედეგები გავაცანი, ისე შეხვდნენ, რომ თითქოს მეორე ტური რთულად აღარ მოეჩვენათ“.

კინჩხის საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ კუხალაშვილი:

„მიუხედავად ჩვენი მოსწავლეების სიმცირისა, ბავშვებმა ტესტირების ზღვარი წარმატებით გადალახეს. მომდევნო ეტაპისთვისაც მეცადინეობენ და ვნახოთ, რა შედეგს დადებენ. წარმატებას ვუსურვებ ყველა ბავშვს“.

კინჩხის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ყურაშვილი: 

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა ნორმალურ პირობებში ჩაიარა. სკოლა მცირეკონტიგენტაინია და ტესტირებაში ერთი მერვეკლასელი და ერთი მეცხრეკლასელი მონაწილეობდა. მერვეკლასელმა მოსწავლემ განსაკუთრებით იაქტიურა. სამწუხაროდ, მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ, მაგრამ ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა მივიღეთ.

ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე:

„ჩვენს სკოლაში „ეტალონის“ ონლაინ ტესტირება წელს პირველად ჩატარდა. ძალიან მოსახერხებელი იყო, რადგან ბავშვები მათ ქულებს მაშინვე ხედავდნენ. უფრო მეტი თავდაჯერებულობა და სტიმული მისცათ. შედეგები ძალიან მაღალი იყო და მქონდა კიდეც ამის მოლოდინი.  რადგან შარშანდელი ხონის „ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იგივე შედეგი წელსაც განმეორდება“.

ხონის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი შორენა ნიკოლეიშვილი:

„ჩვენი სკოლიდან შესარჩევ ტურში 42 მოსწავლე მონაწილეობდა. წელს ტესტირება ელექტრონულ რეჟიმში ჩატარდა. მოსწავლეების უმრავლესობას ვარიანტი „თამამი“ ჰქონდა შემოხაზული. მომდევნო ეტაპზე შვიდი მოსწავლე გადავიდა. რატომღაც გვეგონა, რომ უფრო მეტს გააკეთებდნენ, მაგრამ ამ შვიდ ბავშვზე უფრო დიდ მოლოდინს ვამყარებთ“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება