სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები გამოვლინდნენ
24-10-2019
-
+


გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის გამარჯვებულები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ დააჯილდოვა.

საუკეთესო მასწავლებლები გახდნენ: 

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი - თემურ სუყაშვილი გახდა (მარნეულის N2 და N5 საჯარო სკოლა);

 გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი  - მარინე ვართუმაშვილი გახდა (გორის N12 საჯარო სკოლა);

ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი  ჯაბა ლაბაძეს ერგო  (ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №2 საჯარო სკოლა).

კონკურსში, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით ტარდება, მონაწილეებს ადგილობრივი და საერთაშორისო საგნობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია აფასებდა. კონკურსის სხვადასხვა ეტაპის შედეგად, კომისიამ საუკეთესო კანდიდატები შეარჩია. კომისიის წევრები დაესწრნენ თითოეული მათგანის გაკვეთილს, ჩაატარეს ინტერვიუები სასკოლო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემის წევრებთან, ასევე შეისწავლეს თითოეული მასწავლებელის პორტფოლიო.

გამარჯვებულები დააჯილდოვეს შემდეგმა ორგანიზაციებმაც: თსუ- გეოგრაფიის ინსტიტუტი, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, კავშირი მდგრადი განვითარების ეკო ხედვა, შპს „დიო“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი, საქართველოს ეკო ტურიზმის ასოციაცია, ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაცია, ICI PARIS, Mix Travel, Jungle Fever.

კონკურსში მონაწილე 8  ფინალისტიდან გამარჯვებულად თითოეული საგნის ერთი სპეციალისტი დასახელდა, რომელთაც მასწავლებლის სახლმა სიგელები, სამკერდე ნიშნები და სახელმძღვანელოები გადასცა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2019 წელს  საუკეთესო მასწავლებელს ყველა საგანში გამოავლენს. ასევე, დაგეგმილია კონკურსი „წლის საუკეთესო სკოლის დირექტორებისთვის“. ამასთან ერთად, სპეციალური ჯილდოა განკუთვნილი იმ „დამსახურებული მასწავლებლებისათვის“, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ამ პროფესიის განვითარებაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ მოსწავლეებს აერთიანებს
 
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება