სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სვანეთში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
23-10-2019
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის იყალთოს საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე სვანეთში იმყოფებოდნენ.

ოთხდღიან ექსკურსიას, რომლის მიზანიც მოსწავლეთა კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა იყო, XII კლასის დამრიგებელი ნინო ჯავახიშვილი ხელმძღვანელობდა.

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი მოინახულეს, ფილმს უყურეს და მუზეუმში დაცული უძველესი კულტურის ნიმუშები ნახეს.

მოსწავლეების თქმით, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და მათში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

„ადგილობრივ მოსახლეობაში აღმოაჩინეს უდიდესი პატრიოტიზმი, ეროვნული სული და ქართული გენეზისის ფესვები. მოგეხსენებათ, სვანეთი არის უძველესი ქრისტიანული კერა და საქართველოს აუღებელი ციხე - სიმაგრე (საუკუნეების განმავლობაში ქართული განძი აქ ინახებოდა), სწორედ ამიტომაც ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი რაოდენობით მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრები, რითაც გამოირჩევა ეს კუთხე სხვა მთიანი მხარეებისგან“,- ნათქვამია კლასის განცხადებაში.

ექსკურსიის ფარგლებში მოსწავლეებმა ასევე ნახეს ჭალადიდის მყინვარი, ჰაწვალის მთა და უშგული, რომელიც იუნესკოს მიერ დაცული კულტურული ძეგლია. ასევე ენგურჰესის კაშხალი, რომელმაც მათზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა. 

მოსწავლეებმა სვანეთის ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტები მოინახულეს და მთლიანობაში, გარემოსდაცვითი ცნობიერება აიმაღლეს. მათ იშვიათი სახეობის მცენარეთა ჯიშები და ადამიანის ხელით ნაგები სვანური კოშკები დაათვალიერეს, რომლებიც ბუნებასთანაა შერწყმული და თავდაცვითი და ზვავსაწინააღმდეგო როლი აკისრიათ.

„კლასგარეშე საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა ხელს შეუწყობს ინტელექტუალურ-შემეცნებითი უნარების განვითარებას, თვალსაწიერის გაფართოებას, დაკვირვებისა და შედარების უნარების განვითარებას, გეოგრაფიული და ისტორიული ცოდნის გამეორება - განმტკიცებას, ეთნოგრაფიული კუთხეების, ადგილობრივი ტრადიციებისა და კულტურის გაცნობას“- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

ექსკურსიის დასასრულს მოსწავლეებმა, ზუგდიდში, დადიანების სახლ-მუზეუმი მოინახულეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსიამ მიზანს მიაღწია და მოსწავლეები სახლში ახალი ცოდნითა და უნარებით შეიარაღებულნი დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება