სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბათუმელი მოსწავლეები კონკურს „სიტყვის კონის“ ფინალისთვის ემზადებიან - როგორ ჩაიარა ტესტირების პირველმა ეტაპმა
21-10-2019
-
+


ბათუმის სკოლების მოსწავლეებისთვის მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსის - „სიტყვის კონა“ პირველი ეტაპი ჩატარდა.

კონკურსი ბათუმის მერიის ინიციატივით მიმდინარეობს, ორგანიზებას და ჩატარებას კი სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი „ეტალონი“ უზრუნველყოფს. კონკურსის პირველი ეტაპი „ეტალონის“ პრინციპებით - სკოლებში ტესტირების სახით ჩატარდა.

კონკურსის თემატიკაა სულხან-საბა ორბელიანის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა“.

Etaloni.ge ტესტირების ორგანიზებაში მონაწილე მასწავლებლებს დაუკავშირდა.

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მასწავლებელი დარეჯან იმნაიშვილი:

„ტესტირება საკმაოდ შინაარსიანი იყო მოსწავლეებისთვის. მომზადებული იყვნენ და იმედია, შედეგებიც მაღალი იქნება. მსგავსი კონკურსები ბავშვების ცოდნის და ინტელექტის ასამაღლებად ძალიან კარგი და მისასალმებელია“.

ბათუმის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი დათო ქურიძე:

„ტესტირება ძალიან კარგად, დიდი ინტერესით ჩატარდა. მოლოდინი გვაქვს, რომ მეორე ეტაპზე ჩვენი ბევრი მოსწავლე გადავა. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან და დიდი ინტერესით ელოდებიან შედეგებს“.

ბათუმის N5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ია კობალაძე:

„ტესტირების პირველი ეტაპი საინტერესო გამოდგა. ბავშვები სიამოვნებით ჩაერთვნენ კონკურსში და კმაყოფილებიც არიან. ჩემი აზრით, მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას. მეორე ეტაპზე გადასვლის იმედი გვაქვს“.

ბათუმის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ცინცაძე:

„ტესტირებამ მშვენივრად ჩაიარა. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან. დიდი იმედი გვაქვს, მეორე ეტაპზე ღირსეულად გადავალთ“.

ბათუმის N4 საჯარო სკოლის მასწავლებელი ზოია სტურუა:

„მივესალმებით მსგავს პროექტებს. არაჩვეულებრივი იდეაა ასეთი კონკურსის ჩატარება. პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა, ჩვენი მოსწავლეები კონკურსით ძალიან დაინტერესდნენ და დიდი მონდომებით ჩაერთნენ“.

ბათუმის N26 საჯარო სკოლის მასწავლებელი მაია კობალაძე:

„კონკურსის პირველმა ეტაპმა ძალიან კარგად ჩაიარა და დიდი იმედი მაქვს, ჩემი მოსწავლეების დიდი ნაწილი კარგ შედეგს მიიღებს, ფინალისთვის მონდომებით ვემზადებით“.

შეგახსენებთ, რომ პირველი ეტაპის შედეგებით მეორე ეტაპზე - ფინალში გადასული მოსწავლეები გამოვლინდებიან. მეორე ეტაპი - ფინალი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

კონკურსის გამარჯვებულთათვის ბათუმის მერიის სახელით განსაზღვრულია საპრიზო ფულადი ჯილდოები და პრიზები. კონკურსის ფინალურ ეტაპზე პირველ ადგილზე გასული მოსწავლე 1500 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული - 1000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი – 500 ლარით.

კონკურს „სიტყვის კონის“ მიზანია ქართული ენის თვითმყოფადობის შენარჩუნება და ახალგაზრდა თაობებში ქართული ენის ლექსიკური მარაგისა და განმარტებით ლექსიკონთან მუშაობის უნარების განვითარება. კონკურსი ბათუმის მერიის ინიციატივით მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სკოლებში ჩატარეული მონიტორინგის შედეგებს სპეციალური საბჭო განიხილავს - დეტალები და სია 

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება

პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმს - დაზუსტდა, რა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სკოლას 2 ექიმი

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება