სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიქთარვის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ნივთებით დასაჩუქრდნენ
24-09-2019
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიქთარვის საჯარო სკოლის ორმოცამდე პირველკლასელმა და სოციალურად დაუცველმა მოსწავლემ შოთა აბულაძის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციისგან საჩუქრად ჩანთები და სასწავლო ნივთები მიიღო.

„პატარები გაბრწყინებული თვალებით ათვალიერებდნენ ჩანთაში მოთავსებულ ულამაზეს სასწავლო ნივთებს. საჩუქრების ჩვენამდე ტრანსპორტირებას ემიგრანტი დედების ფონდმა უხელმძღვანელა“, - ნათქვამია სიქთარვის საჯარო სკოლის განცხადებაში.

„Shota Charity“ შოთა აბულაძის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაა საბერძნეთში, რომელიც ძირითადად ქართველების უფლებების დასაცავად მოქმედებს. „Shota Charity“ საქართველოში სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჩანთებს გზავნის.

შოთა აბულაძის წინაპრები სოფელ სიქთარვაში ცხოვრობდნენ. აწ გარდაცვლილმა შოთა აბულაძემ სტუდენტობისას საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსი ქართულად თარგმნა, რომლის გამოცემასაც ვერ მოესწრო. მისმა ოჯახმა და მეგობრებმა აღნიშნული წიგნი გამოსცეს, რომელსაც სიქთარვის სკოლა საკუთარ ბიბლიოთეკაში გასაცნობად სიამოვნებით ელოდება.

„სიკეთე გადამდებია - ჩვენი ბავშვები პატარაობიდან სწავლობენ ასეთი აქტივობებით, რომ სხვების გახარება მათი პრიორიტეტი გახდეს. ,,ცოდნა შენი საუკეთესო იარაღია“-ასეთია აწ გარდაცვლილი შოთა აბულაძის სულის გზავნილი. სიქთარვის სკოლამ თავის მოსწავლეებს მიუთითა, რომ ეკლესიაში სანთლის დანთებისას ერთი სანთელი შოთას ხსოვნისა იყოს. იმდენი სიკეთე და კეთილი ადამიანია სიქთარვის საჯარო სკოლის ირგვლივ, მის მოსწავლეებს სხვა ალტერნატივა არასოდეს ექნებათ - ღირსეულნი, კეთილნი, გულისხმიერნი და წარმატებულნი იყვნენ!“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

სიქთარვის საჯარო სკოლა ფონდს პატარების გახარებისთვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება