| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში 14 წლის ბიჭმა ლუკა ბასილაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია ბავშვებს შორის დაპირისპირებამ და ბულინგმა გამოიწვია - სოციალური ქსელის საერთო ჩატში ლუკა თანატოლებს წერდა, რომ თავის მოკვლას აპირებდა, თუმცა მათ მუქარა სერიოზულად არ აღიქვეს და დასცინეს.
ლუკა ბასილაძის დეიდა, ლია ადამაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს:
„ასწავლეთ, სიყვარული ასწავლეთ შვილებს!
პატარაობიდან ჩაუნერგეთ, ჩასძახეთ სითბო-სიყვარული და აუცილებლად ამოგძახებთ!
გაზარდეთ სიყვარულით ბავშვები, მეგობრები, ახლობლები, მტერი, მოყვარე სიყვარულში.
ამყოფეთ, რომ სიყვარულივე გასცენ და ისწავლონ!
ისწავლონ, რომ წაქეზებას, გახელებას, მითითებას, ბრძანებას, სიძულვილს, ბოროტებასა და უსიყვარულობას ცუდ გზამდე მიჰყავთ ადამიანები! მოზარდები! მოხუცები!
ისწავლეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სიყვარული!!!
ღმერთმა დასწყევლოს ქმედება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ანადგურებს.
ვეღარ ვუძლებ!!! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო!!! ყველგან შენ!!! აღარაფერი მინდა, არც აქ შემოსვლა!!! ადგილი არაა ისეთი, სადაც მე უშენოდ შევძლებ სუნთქვას!!!“,- წერს ლია ადამაძე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ