სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ახალციხის ციხემ მულტიკულტურულ ფერების ფესტივალს უმასპინძლა
05-08-2019
-
+


ახალციხის ციხემ მულტიკულტურულ ფერების ფესტივალს უმასპინძლა.  პროექტი გერმანიის  საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 4 რეგიონში ხორციელდება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში. 

ფესტივალის ჩატარების ინიციატორები  პროექტის ფარგლებში შექმნილი კლუბის წევრები არიან,  რომლებმაც  მიზნად დაისახეს ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ხელოვანი ახალგაზრდების პოპულარიზაცია თემში, მათ მიერ შესრულებული ნაკეთობებისა და ნამუშევრების გამოფენით. 

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და საცეკვაო  ნომრები კლუბის წევრების მონაწილეობით, ღონისძიების დასასრულს კი მაყურებელი  ულამაზესი ფერების ფესტივალისა და  ფეიერვერკის მოწმე გახდა. 

ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, პროექტის ძირითადი მიზანია მხარი დაუჭიროს მოზარდებსა და ახალგაზრდებს რეგიონიდან პროფესიული კომპეტენციის განვითარებაში და მისცეს მათ საზოგადოებაში თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობა  - „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“-ის  პროგრამის მეშვეობით. პროექტის   პარტნიორები არიან ახალგაზრდების გაძლიერების პროექტი  SOS  ბავშვთა სოფელი საქართველო და World Vision საქართველო.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება