სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

როგორ ავირიდოთ თავიდან ბავშვებში ნაწლავური ინფექციები - თემურ მიქელაძის რჩევები
31-07-2019
-
+


როგორ მოვამზადოთ ბავშვები წლის ყველაზე ცხელი სეზონისთვის, რომელსაც თან ახლავს ნაწლავური ინფექციები, ამ თემაზე ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თემურ მიქელაძე ტელევიზიით საუბრობს.

თემურ მიქელაძე: ყველა სეზონს გააჩნია დამახასიათებელი ვირუსები. ენტეროვირუსები განსაკუთრებულად უმცროსი ასაკის ბავშვებს ემართებათ, რომლებიც ზღვისპირა კურორტებზე, ხალხმრავალ ისვენებენ.

ენტეროვირუსს შეიძლება საერთოდ არ ახასიათებდეს ნაწლავთა ინფექციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ღებინება, დიარეა... ჩვენ შეიძლება გვქონდეს კლინიკური ნიშნებიდან გამონაყარი, როგორც პირის ღრუში, ხელზე, ფეხის გულებზე. ენტეროვირუსი შეიძლება მძიმედაც მიმდინარეობდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც მარტივია. ამ დროს, პაციენტი მივარდნილია და ტემპერატურა მაღალია. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ახლდეს დიარეა და ღებინება.

რჩევები: ამ დროს მშობლებს ვურჩევთ ბავშვი მშვიდ მდგომარეობაში მოათავსონ, დატვირთონ სითხეები და აუცილებლად შეაფასებინონ ექიმს მდგომარეობა.

პრევენცია: აუცილებელია ბავშვისთვის პირადი ჰიგიენის დაცვა. არ არის სასურველი ზღვის კურორტებზე, ხალხმრავალ ადგილებზე წაყვანა. ალბათ გინახავთ რომ ზღვის სანაპიროზე ბავშვები სხვადასხვა საკვებს იღებენ. იქ რთულია ხელების ხშირად დაბანა. მშობლები ხშირად იყენებენ სველ ხელსახოცი. ამ დროს მაღალ ტემპერატურაზე მოთავსებული სველი ხელსახოცი შეიძლება თავად იყოს ბაქტერიების წყარო. დაბანეთ ხშირად ბავშვს ხელები.

თუ ხართ კურორტზე და არ გაქვთ ელექტროლიტური ხსნარი, შეგიძლიათ სახლშიც მოამზადოთ: ნახევარ ლიტრ წყალში გახსენით ორი ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და ჩააწურეთ გემოვნებისთვის ცოტაოდენი ლიმონი. ეს ხსნარი ბავშვმა უნდა მიიღოს 5-10 მლ, 5-7 წუთში ერთხელ.

იმ შემთხვევაში თუ ბავშვმა ხსნარი არ მიიღო სითხე, ღებინების ან გაუწყლოვების წყარო, მშობლებს ვთავაზობ აჭამონ მარილიანი ჩხირები. ამ შემთხვევაში დაშვებულია კოკა კოლას მიღება, ეს გახლავთ ამერიკული და ევროპული რეკომენდაცია.

ბოლო პერიოდში მოდაში შემოვიდა გადასხმები, ყველა ბავშვი გადასხმებზე მიჰყავთ, თუმცა უკეთესია გადასხმა წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგან იმ რაოდენობით სითხეს ვერ იღებენ.

გადასხმის ჩვენებაა: გახანგრძლივებული ღებინება, მაღალი ტემპერატურა, პაციენტი მივარდნილია, კონტაქტში უჭირს შემოსვლა და ვერ იღებს სითხეებს. უმეტეს შემთხვევაში გადაუდებელ ცენტრებში არ არის აუცილებელი გადასხმის გაკეთება. ამ დროს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბავშვი იღებს სითხეებს.

გარდა ამისა გადასხმა ბავშვისთვის ტრავმაა, რადგან ხშირ შემთხვევაში მშობლის გარეშე შეყავთ გადაუდებელ განყოფილებაში.

თუ დაიცავთ ჰიგიენურ ნორმებს, ბავშვს ასეირნებთ რეკერეაციულ ზონებში, ეზოში ითამაშებს და ეკრანდამოკიდებული არ იქნება და დიდ დროს სახლში არ გაატარებენ, ამ გზით შეძლებთ ვირუსების თავიდან აცილებას.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

სიახლეები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სასკოლო ფორმებზე ბაზრის კვლევა მეორედ გამოცხადდა - დეტალები

სეტყვა, ელჭექი, საშუალო საფრთხის დონე - სააგენტოს გაფრთხილება ამინდთან დაკავშირებით

საჯარო სკოლებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება