სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მასწავლებელს მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა გაუმარტივდეს
19-11-2017
-
+


სწავლის ტიპი პირობითი ცნებაა და მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა; 

ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების (აღქმა, აღბეჭდვა, შენახვა) გარკვეულ მეთოდებს. 

განათლების სპეციალისტებმა ამ თემაზე განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაამახვილეს ყურადღება. ეს თემა დღესაც აქტუალურია. 

სასურველია, რომ მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ სტილს.

იმის ცოდნა, რომ მოსწავლეებს სხვადასხავა სწავლის სტილი აქვთ, მასწავლებლისთვის აუცილებელი ხდება სწავლებისა და სწავლის მრავალფეროვანი სტრატეგიების ფლობა და გამოყენება, რაც მას სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მეტად ჩართვაში დაეხმარება. 

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწავლის სტილი შეიძლება შეიცვალოს დროისა და კონტექსტის მიხედვით. ამავდროულად, მოსწავლეები სწავლის ან რომელიმე ერთ ტიპს განეკუთვნებიან, ან რამდენიმეს ერთად. 

"მულტიმოდალობის ადამიანებად" იწოდებიან ისინი, რომლებიც ერთზე მეტ სწავლის ტიპს ანიჭებენ უპირატესობას. არსებობს სწავლის სტილის კლასიფიკაციის სხვადასხვა მოდელები და თეორიები. 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებლია სწავლის ოთხი ძირითადი ტიპის გამოყოფა. 

ამ კლასიფიკაციის ძირითადი პრინციპია ის შეგრძნებითი მოდალობა, რომელსაც ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ინფორმაციის გადამუშავებისას. 

სწავლის ეს ტიპებია: ტაქტილური (შეხებითი), კინესთეტიკური (მოძრაობითი), მხედველობითი და სმენითი. 

სმენითი სწავლის ტიპის მქონე ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით; 

კინესთეტიკური ტიპები - ურთიერთქმედებით და კეთებით; 

მხედველობითი სწავლის ტიპები - ვიზუალური ხატებით, სადემონსტრაციო თვალსაჩინოებებით და სხეულის ენით, ხოლო ტაქტილური ტიპები - ჩანაწერების გაკეთებით და დიაგრამების/გრაფიკების დახატვით. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

9 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა - დეტალურ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს 

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება