სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„თუ პედაგოგებს პროფესიულ უნარებში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში ვერ გადააქვთ, ეს მათი პრობლემაა“ -  დირექტორების შეფასებები
11-07-2019
-
+


პედაგოგები პროფესიული უნარების ტესტების სირთულეზე საუბრობენ. აღნიშნულ გამოცდებს მხოლოდ პრაქტიკოსი მასწავლებლები აბარებენ. პედაგოგების დიდი ნაწილი პროფესიული ჩაბარების საჭიროებას ვერ ხედავს, რადგან მათი თქმით, უნარებს პრაქტიკაში ვერ გამოიყენებენ.

Etaloni.Ge დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორები:

ლელა ხარშილაძე - მარნეულის N5 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლის პედაგოგები პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარებას ემხრობიან. მასწავლებლები დიდი ენთუზიაზმით მეცადინეობენ და ემზადებოდნენ გამოცდისთვის. ჩვენი სკოლის ბევრი პედაგოგი უკვე სერთიფიცირებულია, დანარჩენები კი ახლა აბარებენ გამოცდებს".

დავით როსტომაშვილი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„პედაგოგები ამ გამოცდებისთვის მზადებაში ისე არიან გართულები, რომ ბავშვებისთვის დრო აღარ რჩებათ. ბევრჯერ შევამჩნიე, რომ ისინი გაკვეთილის ჩატარების ნაცვლად, გამოცდისთვის მეცადინეობდნენ. ჩემი აზრით, მასწავლებლები მხოლოდ საგნობრივ გამოცდებს უნდა აბარებდნენ. აქედან გამომდინარე, პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება საჭიროდ არ მიმაჩნია“.

მარინე კოჭლამაზაშვილი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

„პედაგოგთა კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდები ჩაბარებული მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 1 ტრენინგი გავიარე, პროფესიული გამოცდის ჩაბარება ნამდვილად არ გამჭირვებია, რადგან თეორია პრაქტიკაში გადავიტანე. მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ბავშვებთან მუშაობს, ბავშვთა ფსიქოლოგია აუცილებლად უნდა იცოდეს. აქედან გამომდინარე, მოსაზრება, რომ პროფესიული უნარების ჩაბარება საჭირო არ არის, ვფიქრობ, არასწორია. ჩვენი სკოლის პედაგოგებიდან მხოლოდ პენსიონერი მასწავლებლები ეწინააღმდეგებიან გამოცდების ჩაბარებას, ახალგაზრდებს კი გამოცდის ჩაბარება არ უჭირთ“.

ნატო ჯანხოთელი - დაბა ლენტეხის N 1 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, აზრი, რომ პროფესიული უნარების ჩაბარება საჭირო არ არის, არასწორია, რადგან უნარები სწავლების პროცესში ძალიან კარგად გვადგება. ჩვენი სკოლის პედაგოგების დიდი ნაწილი უკვე სერტიფიცირებულია, 8 პედაგოგი კი ახლა აბარებს გამოცდებს. მათი უმრავლესობა ნანობს, რომ აქამდე არ ჩააბარეს აღნიშნული გამოცდები“.

თეა წიკლაური - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, რომ პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარება აუცილებელია. არსებობენ ისეთი პედაგოგები, რომლებიც გამოცდის გარეშეც წარმატებულები არიან, თუმცა ისეთი პედაგოგებიც არიან, რომლებიც გამოცდის გარეშე უნარების წიგნში არც კი ჩაიხედავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის პედაგოგების აზრი ორად იყოფა. ზოგიერთ მათგანისთვის პრაქტიკული ცოდნის თეორიაში გადატანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ნაწილისთვის კი პრაქტიკული უნარების ჩაბარება უაზრო და გამოუსადეგარია“.

ჯამბულ ცაგურია - მარტვილის მუნიციპალიტეტის გურძემის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეს საკითხი ჩემ დონეზე ნამდვილად არ წყდება, თუმცა მივესალმები ისეთ პედაგოგებს, რომელსაც პროფესიული უნარების ცოდნა გააჩნიათ“.

აზა გადელია - მარტვილის მუნიციპალიტეტის თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი:

„პედაგოგებს ყველაზე მეტად სწორედ პროფესიული უნარების ცოდნა სჭირდებათ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მასწავლებლები ყველაზე უფრო უნარების კუთხით საჭიროებენ დახმარებას. სიტუაციები, მიდგომები, სტრატეგიები, რასაც პროფესიული უნარები გვასწავლის, ძალიან გამოსადეგია. მხოლოდ საგნის ცოდნა საკმარისი არ არის, მოსწავლეებთან მიდგომის ცოდნაც აუცილებელია. ჩვენი სკოლის პედაგოგები პროფესიული უნარების ჩაბარებას ემხრობიან. ისინი დიდი ენთუზიაზმით ემზადებოდნენ გამოცდებისთვის, დადიოდნენ ტრენინგებზე და იმედი აქვთ, წარუმატებლობის შემთხვევაში კიდევ ექნებათ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა“.

რუსლან ბოლქვაძე - მარნეულის მუნიციპალიტეტის მარადისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი აზრით, პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარება აუცილებელია. ჩვენი სკოლის 11 პედაგოგი უკვე სერტიფიცირებულია. დანარჩენები კი პედაგოგთა კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდებს ემხრობიან“.

თემურ ურუმაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის გუგუთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მიმაჩნია, რომ პროფესიულ უნარებს პედაგოგები აუცილებლად გამოიყენებენ. ჩვენი სკოლის 2 პედაგოგი აბარებს კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდებს, მათ შორის პენსიონერები არ არიან“.

დინარა პირველი - დაბა კაზრეთის N 2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„არ ვფიქრობ, რომ პროფესიული უნარების პრაქტიკაში გამოყენება არ შეიძლება. პირიქით, მიმაჩნია, რომ პროფესიულ უნარებში მიღებული ცოდნა პედაგოგებს სასწავლო პროცესის წარმართვაში ძალიან დაეხმარებათ. ჩვენი სკოლის პედაგოგებიც არ ეწინააღმდეგებიან პროფესიული უნარების ჩაბარებას“.

მარინა თორდინავა - მარტვილის მუნიციპალიტეტის ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემთვის გაუგებარია მოსაზრება, რომ პედაგოგებს პროფესიული უნარების პრაქტიკაში გამოყენება არ შეუძლიათ. თუ მათ თეორია პრაქტიკაში ვერ გადააქვთ, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა“.

დავით ჯიქია - მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ დირექტორი:

„მიმაჩნია, რომ პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარება აუცილებელია, რადგან უნარები აზროვნებას აფართოებს. ჩვენი სკოლის პედაგოგების დიდი ნაწილი აღნიშნულ გამოცდებს ემხრობა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

„გისურვებთ, რომ თქვენი მოთმინება და სიყვარული ყოველთვის გიბრუნდებოდეთ უდიდესი წარმატებითა და ბედნიერებით“

სპორტის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა 5 მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო  შეეფარდა - პროკურატურა საქმის დეტალებზე საუბრობს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება