სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეს მოსწავლეები „არების“ გამო გამოცდებს არ ჩააბარებენ - ვის ეხება გამონაკლისი
06-06-2026
-
+


15 ივნისს 2025-2026 სასწავლო წელი სრულდება - ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, თუ გაცდენების წლიური მაჩვენებელი 30%-ს აღემატება, სკოლა ვალდებულია, დანიშნოს გამოცდა. აღსანიშნავია, რომ გამოცდა ინიშნება მხოლოდ იმ საგანში, რომელშიც გაცდენების ზღვარია დარღვეული.

რაც შეეხება აღრიცხვას, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დაწყებით კლასებში (I-IV კლასები და V კლასის პირველი სემესტრი) ნიშნები არ იწერება და გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება, თუმცა სკოლებში გაცდენები - ე.წ. არები ელექტრონულ ჟურნალში ჩვეულებრივ ფიქსირდება - ეს ეხება ყველა კლასს, მიზეზის მიუხედავად.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 30%-იანი ზღვარი: საბაზო/საშუალო საფეხურებისგან განსხვავებით, დაწყებითში გაცდენების პროცენტული რაოდენობა პირდაპირ წლიური გამოცდის აუცილებლობას არ იწვევს, მაგრამ სკოლის შინაგანაწესით, ხშირმა გაცდენამ შესაძლოა სწავლის ხარისხზე იქონიოს გავლენა.

ასე რომ, გამოდის, გაცდენების გამო I-IV კლასების მოსწავლეები გამოცდებს არ აბარებენ? - საკითხის გასარკვევად განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა განმარტება რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა და დაადასტურა, რომ გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა აღნიშნული კლასების მოსწავლეებს არ ეხებათ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება