სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - დამატებით განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს
03-06-2026
-
+


განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას განცხადებით, საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ - ამის შესახებ გაბისონიამ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სკოლის დაწყების მომენტისთვის კი ფორმა მხოლოდ პირველკლასელებს ექნებათ.

„დაახლოებით ნოემბრის თვეში [ექნებათ ბავშვებს სკოლის ფორმები], როგორც მახსოვს. ჯერ, სექტემბრის თვეში პირველი კლასის ნაწილი იქნება დატვირთული და შემდეგ - პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. დაახლოებით წლის ბოლომდე [ექნებათ ფორმები], ნოემბერ-დეკემბერში“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

გასული თვის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ 15 სექტემბერს სასკოლო ფორმები მხოლოდ პირველ კლასელებს ექნებათ.

14 მაისს ტენდერის შეწყვეტის შემდეგ, განათლების სამინისტრომ 25 მაისს სასკოლო ფორმების შესასყიდად ბაზრის განმეორებითი კვლევა გამოაცხადა. გაიზარდა პროექტის ფასი და 44.9 მილიონი ლარის ნაცვლად, მასზე 45.6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მინისტრ გივი მიქანაძის ინფორმაციით, აზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა, თუმცა მათ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

ზვიად გაბისონიას თქმით, პირველ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა, რის გამოც ახალი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

„აღნიშნული განმარტება მინისტრმა უკვე გააკეთა, შესაბამისად, ახლა დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. მოგეხსენებათ, რომ ტენდერს აქვს თავისი პროცედურა. პროცედურას ახლავს გარკვეული ტიპის დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, ვერ წარმოადგინა გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია. ეს არის ჩვეულებრივი, შესყიდვების კანონმდებლობით დადგენილი პროცედურები და პროცედურების შესაბამისად მოხდა ახალი ტენდერის გამოცხადება“, - ამბობს ზვიად გაბისონია.

კითხვაზე, შეიკერება თუ არა ფორმები საქართველოში, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ეს საკითხი გამარჯვებულ კომპანიაზე იქნება დამოკიდებული.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება