სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია
04-06-2026
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა სკოლის დირექტორებისთვის ელექტრონულ ჟურნალში გარკვეული დოკუმენტაციის ატვირთვის ინსტრუქციას ავრცელებს.

როგორ ატვირთოს დირექტორმა დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი

ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში „დარღვევები“, სადაც ჩანს მანდატურის მიერ ატვირთული დარღვევა: თარიღის, დარღვევის კატეგორიისა და დარღვევის ტიპის მითითებით. სტატუსი ქვეშ ჩანს, დარღვევა რეაგირებულია თუ საჭიროებს რეაგირებას.

დათვალიერების ღილაკით შეგიძლიათ, დეტალურად ნახოთ ოქმი: სადაც არის ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, პერსონის ტიპი, პირადი ინფორმაცია.

მარჯვენა ქვედა კუთხეში არის ღილაკი „რეაგირება“ - ამ ღილაკზე დაჭერისას გამოდის ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ ატვირთოთ რეაგირების დოკუმენტი.

ინფორმაციისთვის: სკოლაში დარღვევის ოქმი არის მანდატურის ან დისციპლინური კომიტეტის მიერ შედგენილი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც აფიქსირებს მოსწავლის მხრიდან შინაგანაწესის დარღვევას. ის შეიცავს ინციდენტის დეტალებს და გადაეცემა სკოლის დირექციას შესაბამისი ზომების (მაგ. შენიშვნა, გაფრთხილება) მისაღებად. 

საჯარო სკოლებში ოქმს ადგენს სკოლის მანდატური. კერძო სკოლებში, სადაც მანდატური არ არის, წესს ადგენს თავად სკოლის ადმინისტრაცია. ოქმი შედგენიდან, როგორც წესი, 3 დღის ვადაში ეგზავნება დირექტორს. მოსწავლეს უფლება აქვს იცოდეს ჩადენილი გადაცდომის არსი და ჰქონდეს ახსნა-განმარტების მიცემის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში დისციპლინური გადაცდომები რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონმდებლობითა და თითოეული სკოლის ინდივიდუალური შინაგანაწესით. ძირითადი სამართლებრივი საფუძვლები გაწერილია ზოგადი განათლების შესახებ კანონში.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება