სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აღმზრდელ-პედაგოგთა ახალ სახელფასო პოლიტიკასა და საბავშვო ბაღებზე პრემიერი პარლამენტში ისაუბრებს
02-06-2026
-
+


პრემიერ-მინისტრი მოხსენებით პარლამენტში წარდგება, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, სკოლებსა და საბავშო ბაღებზეც ისაუბრებს. დოკუმენტში, რომელიც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს უკვე წარედგინა, საუბარია, რომ გასულ წელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას. გაგრძელდა სასკოლო მზაობის პროგრამების მხარდაჭერა და განვითარება.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში ფუნქციონირებს სკოლამდელი აღზრდის 2000-ზე მეტი საჯარო და კერძო დაწესებულება; ასევე 2025 წელს დასრულდა სხვადასხვა სკოლის შენობაში დამატებული სასკოლო მზაობის 150 ჯგუფის აღჭურვა და აღმზრდელების გადამზადება.

„ქვეყანაში მოსახლეობის უფლებების რეალიზების, სიღარიბისგან გამოწვეული სოციალური რისკების შემცირების/განეიტრალებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, უწყვეტად ხორციელდება მიზნობრივი ჯგუფების ასაკობრივი პენსიით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), მარჩენალდაკარგულთა, დევნილთა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა, ომის ვეტერანთა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პირთა და სხვა კატეგორიათა ფულადი დახმარებებით უზრუნველყოფა. სკოლამდელი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში ავტორიზაციის პროცესი გაიარა 104–მა საბავშვო ბაღმა, მათ შორის, 103-მა საჯარო და 1-მა კერძო დაწესებულებამ. ამასთან, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 126 ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პროცესი. არაქართულენოვანი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, 2025-2026 სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების რაოდენობა 56-იდან 80-ამდე გაიზარდა“.

2025 წლის შემოდგომის მდგომარეობით, 80 არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებიდან ბილინგვურ პროგრამაში უკვე ჩართულია 66 დაწესებულება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ღირსეული ანაზღაურების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 2025 წელს დაიწყო აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება