სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
04-06-2019
-
+


წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისურის კლუბის "ალბიონის" წევრებმა (მეურვე: ლელა მანდარია, კლუბის ლიდერი: მარიამ აფხაძე) სახელწოდებით "სპიკერი".

"მეტად შთამბეჭდავი შემაჯამებელი დასკვნითი ღონისძიება შემოგვთავაზა ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ინგლისურის კლუბის "ალბიონის" წევრებმა (მეურვე: ლელა მანდარია, კლუბის ლიდერი: მარიამ აფხაძე) სახელწოდებით "სპიკერი". კლუბის წევრები: IX-ა კლასის მოსწავლეები - მარიამ აფხაძე, ანი ხურცილავა, ანი ბენიძე, ალექსი მოდებაძე, ფერიდე კინწურაშვილი, ლოლიტა კინწურაშვილი, X-ა კლასის მოსწავლეები - ია მიქაძე, მარიამ მურვანიძე, თეონა ჩიხრაძე, ანი ტყაბლაძე. მათ ისაუბრეს მასწავლებლის პროფესიაზე, თინეიჯერების ინტერესებზე, ქალთა გენდერულ თანასწორუფლებიანობაზე, მოგზაურობაზე, სწრაფი კვების ობიექტებზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ღონისძიების დასასრულს VI-ა კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოგვიდგინეს ზღაპარი (პედაგოგი: ირმა ჭანტურიძე).

აღნიშნული ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ, რომელმაც უღრმესი მადლობა გადაუხადა სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს და მადლობა გადაუხადა მათ სკოლის მისიის ესოდენ ძალისხმევით შესრულებისათვის.

სკოლის მისია: ჩვენი სკოლა ჰპირდება მოსწავლეებს უსაფრთხო და დაცულ გარემოს, ხარისხიან განათლებას. ორი უცხო ენის საბაზისო ცოდნას. მას აქვს ყველა რესურსი გაზარდოს ჯანსაღი, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი, სამოქალაქო ცნობიერების მქონე, ეროვნული, საჭირო ცოდნითა და ჩვევებით შეიარაღებული ახალგაზრდები, რომლებიც შეძლებენ თავის დამკვიდრებას საზოგადოებაში", - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება