სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სოციალურ პროექტში „მე ვხატავ შენთვის“ მონაწილეობდნენ 
04-06-2019
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მარნეულის კულტურის ცენტრის მიმდებარე პარკში სოციალურ პროექტში „მე ვხატავ შენთვის“ მონაწილეობდნენ.

პროექტი განხორციელდა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკისა და ოფრეთის საჯარო სკოლის მიერ. პროექტს მხარი დაუჭირა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკამ და კულტურის სახლმა.

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა აქციის ფარგლებში: #მევხატავშენთვის! #თეკლასთვის!

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე გამოფენილი იქნა ოფრეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა 30-მდე ნახატი და მიღებული თანხა (505 ლარი) გადაირიცხა 8 თვის თეკლა ხოსიტაშვილის ანგარიშზე, რომელსაც აქვს მწვავე სპინალური ატროფია (Spinal Muscular Atrophy).

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ხელოვნებისა და სპორტის პედაგოგი ვლადიმერ მელაშვილი და ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტან-მასწავლებელი თინა ბაწაშვილი.

სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკას მხარდაჭერისთვის და თითოეულ იმ მოქალაქეს, ვინც მონაწილეობა მიიღეს სასიკეთო საქმეში. თეკლას კი გამოჯანმრთელებას უსურვებენ და იმედოვნებენ უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მის დახმარებას.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

ელექტრონულ ჟურნალში მოსწავლეთა მონაცემები 75 წლამდე შეინახება - ვის აქვს მონაცემებზე წვდომა

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება