სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N45 საჯარო სკოლაში ჟურნალის - „წარსულიდან მომავალი მესხები“ პრეზენტაცია გაიმართა
27-05-2019
-
+


თბილისის N45 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ჟურნალის - „წარსულიდან მომავალი მესხები“ პრეზენტაცია გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კრებულში „წარსულიდან მომავალი მესხები“ შესულია თბილისის N45 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაშრომები მესხების დეპორტაცია-რეპატრიაციის ეთნოკულტურული და ისტორიული პრობლემატიკის შესახებ.

კრებული რამდნიმე მიზანს ისახავს - პირველ რიგში, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ უფრო ახლოს გასცნობოდნენ მესხების ტრადიციულ ყოფას და კულტურას, მათ ისტორიას. თავის მხრივ კი მესხი მოსწავლეებიც უფრო დაუახლოვდნენ თავიანთ თანატოლებს; მოსწავლეებმა მიიღეს სამეცნიერო გამოცდილება.

„სკოლა, რამდენიმე წელია, თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“ ქვეპროგრამაში და ერთობლივად ახორციელებს პროექტებს, რომლის მიზანიც არის მესხი მოზარდებისა და მოხალისეების (მათი კლასელების და თანასკოლელების) ადამიანური რესურსების მომართვა მესხების ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობისათვის, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს - რეპატრირებული მესხი მოზარდების თანატოლებთან სოციალიზაციის ხელშეწყობას, მათთვის ტოლერანტული გარემოს შექმნას, თანასწორობის განცდის გაღვივებას. აგრეთვე, რეპატრირებული მესხი მოსწავლეების, მათი თანატოლებისა და მესხი მშობლების თანამშრომლობით მესხების ისტორიის, მათი კულტურის, ტრადიციების კვლევას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება