სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გალავნის საჯარო სკოლამ სახელოვანი სპორტსმენის არჩილ ჩოხელის დაბადების დღე აღნიშნა
27-05-2019
-
+


მცხეთის მუნიციპალიტეტის, გალავნის საჯარო სკოლამ სახელოვანი სპორტსმენის - არჩილ ჩოხელის დაბადების დღე აღნიშნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა მოეწყო.

„სამშობლოსათვის თავდადებული გმირის მშობლიურ სკოლაში შეკრებილ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტოტმა, ქალბატონმა ელისაბედ ნავდარაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ღირსეული სპორტსმენის მიღწევებსა და დამსახურებაზე. არჩილის ცხოვრება გაიხსენეს მისმა აღმზრდელმა მასწავლებლებმაც. სკოლის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს საგალობლები.

ღონისძიების მიწურულს მოეწყო მსვლელობა სკოლიდან სასაფლაომდე და სასაფლაოდან არჩილ ჩოხელის სახელობის სკვერამდე.  მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სახელოვანი ვაჟკაცის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს მისი საფლავი. არჩილის ბავშვობის მეგობარმა, დეკანოზმა ბასილ წიკლაურმა სამგლოვიარო პანაშვიდი გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ არჩილის ოჯახის წევრებიც (დედა- ეთერ ბუჯიაშვილი, დისშვილი - რატი მასურაშვილი).
 
არჩილ ჩოხელმა სიცოცხლის ფასად დაიცვა საყვარელი სამშობლო და სხვა გმირთა მსგავსად, საკუთარი სისხლით მორწყო ქართული მიწა. მისი სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიასა და სპორტულ სამყაროში. ღირსეულ, საამაყო შვილს მუდმივად იგლოვებს თეზმის ხეობა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება